Posts

Showing posts from May, 2018

"Наш дом - планета Земля"-რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა.

Image
2018 წლის 8 მაისს ჩატარდა რუსული ენისა და ლიტერატურის წრის "Понимать, исследовать, передать по - русски" მეცადინეობა. Наш дом - планета Земля. - ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება იყო ძირითადი მსჯელობის საგანი წრის მეცადინეობაზე. ენობრივი ბარიერის გადალახვის მიზნით მოსწავლეებმა რუსულად იმსჯელეს პრობლემის ირგვლივ, წაიკითხეს ინტერნეტით მოძიებული მასალა მსოფლიოში მომხდარ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფებზე, ამ კატასტროფების გამომწვევ მიზეზებზე, დაათვალიერეს ამ კატასტროფების ამსახველი თემატური მასალა... დიდი არალის ზღვის, ინდოეთში სასმელი წყლის მოწამვლის, ჩერნობილის, და სხვა, ტრაგედიების შესახებ საუბრის შემდეგ, წრის წევრებმა დაიწყეს სამყაროს გაჯანსაღების გზების ძიება. შემდეგ წრის ხელმძღვანელის მიერ გაიმართა ინფორმაციული ხასიათის საუბარი 9 მაისის შესახებ. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა განაცხადა ევროპული ინტეგრაციის იდეის შესახებ. მას შემდეგ 9 მაისს აღინიშნება ევროპის კავშირის დაბადების დღე. 9 მაისს...