Posts

Showing posts from December, 2017

2017წლის 28 დეკემბერს გაიმართა სარეკის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის წრის,, Понимать, исследовать, передать по-русски'' მეცადინეობა.

Image
პირველი სემესტრის ბოლო მეცადინეობა საახალწლო კონცერტს მიეძღვნა. წრის წევრებმა წინასწარ დაამზადეს და დაურიგეს მასწავლებლებს, მშობლებსა და თანატოლებს მოსაწვევი საახალწლო ბარათები. საახალწლო საღამოზე წრის წევრებმა მხატვრულად წაიკითხეს საახალწლო ლექსები, გამოცანები... მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საინტერესო ინფორმაცია საახალწლო ტრადიციების შესახებ საქრთველოს სხვადასხვა კუთხეში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსულ ენაზე. ბავშვებს გამოუმუშავდათ საზეიმო ვითარებაში საჭირო ტერმინოლოგიის თავისუფლად აღქმისა და გამოყენების უნარი. გადაიღეს ფოტოები, დაამზადეს წრის მუშაობის ამსახველი კედლის გაზეთი. და ბოლოს კონფერანსიემ რუსულ ენაზე მიმართა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ მიულოცა დამდეგი ახალი წელი. ვცდილობ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს ენობრივი ბარიერის გადალახვაში დავეხმარო, რომ შეძლონ და პასიური ცოდნა აქტიურ მეტყველებაში გადაიტანონ. წრის წევრებმა ხელმძღვანელთან ერთად შეაფასეს წრის მუშაობა, მშობლებმა და ბავშვებმა დაწერეს თავიანთი შთაბე...