2017წლის 28 დეკემბერს გაიმართა სარეკის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის წრის,, Понимать, исследовать, передать по-русски'' მეცადინეობა.
პირველი სემესტრის ბოლო მეცადინეობა საახალწლო კონცერტს მიეძღვნა. წრის წევრებმა წინასწარ დაამზადეს და დაურიგეს მასწავლებლებს, მშობლებსა და თანატოლებს მოსაწვევი საახალწლო ბარათები.
საახალწლო საღამოზე წრის წევრებმა მხატვრულად წაიკითხეს საახალწლო ლექსები, გამოცანები... მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საინტერესო ინფორმაცია საახალწლო ტრადიციების შესახებ საქრთველოს სხვადასხვა კუთხეში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსულ ენაზე. ბავშვებს გამოუმუშავდათ საზეიმო ვითარებაში საჭირო ტერმინოლოგიის თავისუფლად აღქმისა და გამოყენების უნარი. გადაიღეს ფოტოები, დაამზადეს წრის მუშაობის ამსახველი კედლის გაზეთი.
და ბოლოს კონფერანსიემ რუსულ ენაზე მიმართა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ მიულოცა დამდეგი ახალი წელი. ვცდილობ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს ენობრივი ბარიერის გადალახვაში დავეხმარო, რომ შეძლონ და პასიური ცოდნა აქტიურ მეტყველებაში გადაიტანონ.
08.02.2018 წელი.
ReplyDelete8 თებერვალს ჩატარდა რუსული ენისა და ლიტერატურის მხატვრულ-შემეცნებითი წრის ,,აღვიქვათ,შევიმეცნოთ, გადმოვცეთ რუსულად" პირველი სამუშაო შეხვედრა.
განვიხილეთ წრის წევრებისა და ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებული საინტერესო საკითხები. შევჯერდით და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შევიმუშავეთ წრის სამუშაო გეგმა 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის.
დაწვრილებით გავიარეთ სამუშაო გეგმაში გასათვალისწინებელი თითოეული პუნქტი.
წრის შემდგომი მეცადინეობისათვის მოსწავლეებმა დაინაწილეს მოსამზადებელი საკითხები.
გადაწყდა წრის მეცადინეობები , ნაცვლად ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათისა, ყოველი თვის დასაწყისში ჩატარდება.