2018 წლის 7 მარტს გაიმართა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა. რუსული ენისა და ლიტერატურის მხატვრულ_შემეცნებითი წრის "Понимать, исследовать, передать по-русски" წრის წევრებმა ერთმანეთს გააცნეს სამი და რვა მარტის დღესასწაულების შესახებ მოძიებული ინფორმაცია. ისაუბრეს გენდერული თანასწორობის შესახებ. დაამუშავეს საჭირო ლექსიკა, დაამზადეს და სარვამარტო და მისალოცი ბარათები რუსული ტექსტით, წაიკითხეს სარვამარტო ლექსები რუსულად. დასასრულს კი გოგონებმა წრის ხელმძღვანელ ნინელი ცაბაძისაგან მიიღეს სამახსოვრო სარვამარტო მისალოცი ბარათები.
სასწავლო პროექტი გ ე გ მ ა პედაგოგები : ნინელი ცაბაძე ცირა ბოლოთაშვილი სსიპ სარეკის საჯარო სკოლა. საგანი: რუსული ენა დონე /კლასი : საშუალო საფეხური,ს lV კლასი: Vlll, lX. განხორციელების დრო: 7 აკადემიური საათი, 3 კვირა. თემის დასახელება: კინოს შესახებ. Немного о кино. პ რ ო ე ქ ტ ი ,, კინო - მხოლოდ გართობის საშუალება, თუ ცხოვრების მასწავლებელიც. " თემის შინაარსი : მოსწავლეები ეცნობიან კინოს ისტორიას:როდის, სად, ვის მიერ იქნა პირველი კინო ნაჩვენები. როგორი იყო პირველი კინო, განვითარების რა გზა გაიარა, ვიდრე დღევანდელ დონეს მიაღწევდა. გაეცნობიან როდის დაწესდა და როგორ დაერქვა კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ოსკარი, სად და ვის მიერ აშენდა ჰოლივუდი - ყველაზე მდიდრული, პრესტიჟული და სასურველი დასახლება. იმსჯელებენ რაა მნიშვნელოვანი კინო რომ იყოს სრულყოფილი- სიუჟეტი, მსახიობთა თამაში, მუსიკა, სპეცეფექტები..., რა როლი ითამაშა კინოს წარმოშობამ თანემედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, კომპიუტერის მეშვეობით უყურებენ უხმო ძველ კინოფილმს, სადაც შინაარსი გადმოცემულია სურათები...
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე კურიკულუმი სტანდარტი: მეორე უცხო ენა А 1.2. А 1.2 თემა 1 სამიზნე ცნება/ ქვეცნებები, ქვესაკითხები ძირითადი საკითხი / ქვეთავი ძირითადი კონტექსტ მაგალითი კომპლექსური დავალების პირობა მაგალითები შედარებისათვის სასწავლო რესურსები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისათვის Добрые слова სამეტყველო ქმედება ლექსის ზეპირად წარმოთქმა , ნახატების აღწერა . მცირე ზომის ტექსტის კითხვა - თხრობით გადმოცემა . სიტუაციურ ინტერაქციაში მონაწილეობა :,, გამარჯობა , ნახვამდის " ენობრივი საშუალებები წერილობითი და ზეპირი სამუშაოების დროს ენობრივი საშუალებების სწორად გამოყენება : მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი ; ხმოვანთა მართლწერა , არსებითი სახელი ( ვინ ? რა ?); სახელობითი ბრუნვა . ...
Comments
Post a Comment