2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მზადების პროგრამა.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნინელი ცაბაძის
სამუშაო გეგმა:
საგანი: რუსული ენა და ლიტერატურა.
კლასი:Xl. საფეხური:Vl
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა სია:
1. აბრამიშვილი ლიკა
2. არჯევანიძე მიხეილი
3. ჭიღლაძე ჯულიეტა
მიზანი:ესგ-ს შესაბამისად მოსწავლეთათვის სასწავლო პროგრამის სიღრმისეულად მიწოდება და დამატებითი ინფორმაციებით გამრავალფეროვნების გზით მოტივაციის ამაღლება, პრობლემის აღმოჩენისა და ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, საკუთარი აზრის გამოხატვის,არგუმენტირებული მსჯელობის, ენის ბარიერის დაძლევისა და პასიური ცოდნის აქტიურ მეტყველებაში (რუსულ ენაზე) გადატანის,ე.ი.,XXl საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისად, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარების გამომუშავება.
Vl
j
მოსწავლეთა მომზადება და მონაწილეობა ეროვნულ ოლიმპიადაში,და წარმატების მიღწევა -ესაა მოსწავლისათვის მეტი გამოცდილების, კომუნიკაციის, ცოდნისა და უნარის გამოვლენის კარგი ასპარეზი. ჩემი მიზანია მაქსიმალურად სწორად წარვმართო ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი მუშაობა და დავეხმარო მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების სრულყოფასა და გამოვლენაში.
მეცადინეობები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს 14.30 სთ.-ზე.
პროგრამა ითვალისწინებს
ესგ-ში მოცემულ შემდეგ ენობრივ უნარებსა და მისაღწევ შედეგებს:
ს.Vl.l. ,ს.Vl.2.,...ს.Vl.21.
სამუშაო თემა:
პირდაპირი და ირიბი ნათქვამი, ციტატები, ციტირების ხერხები, სიტყვათა წარმოება, სიტყვათა წარმოების ძირითადი ხერხები,სიტყვის შემადგენლობა;
მეტყველების ნაწილები;
წინადადება და მისი სახეები;
ორთოგრაფია;
10.10 - 29.11 2017წელი.
პუნქტუაცია
ესგ-ეს ფარგლებში.
პროგრამის განხორციელების დრო:
1. პირველი ტური- სასკოლო, რომელიც ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მოიცავს სამ ეტაპს:
2. მეორე ტური- რეგიონალური, რომელიც ტარდება პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქებში.
3. მესამე ტური- დასკვნითი, რომელიც ტარდება მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქში ან ქალაქებში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 40.
პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება.
ესგ-ეს მიზნებით გათვალისწინებული უცხო ენის სტანდარტები მოიცავს ელექტრონულ ტესტებზე მუშაობას.
პროგრამით დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მაქვს და ვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:
1.პირველი აქტივობა ითვალისწინებდა სადისგნოსტიკო ტესტირებას, რომლის შედეგმაც განსაზღვრა მომდევნო აქტივობების საჭიროება.
2. მეორე აქტივობა: განვიხილეთ სასწავლო პროგრამა,რომელიც აუცილებელია ოლიმპიადაში მონაწილეთათვის. შევიმუშავეთ ტესტები, რომელთა მიზანია მეტყველების ნაწილების, წინადადების სახეების, სიტყვათა წყვილების,... განმეორება; არსებული ლექსიკური მარაგის სიტუაციაში პრაქტიკულად გამოყენების უნარების გამომუშავება.
3.აქტივობა მესამე:
ღია და დახურულ დაბოლოებიან ტესტებზე მუშაობა, წაკითხვითა და მოსმენით ტექსტის აღქმა და მათ მიხედვით ტესტებზე მუშაობა მოსწავლეებში შესწავლილი მასალის, ფუნდამენტური ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების და
ანალიზის უნარების განვითარების მიზნით.
4.ტესტების ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა, კომპიუტერთან მუშაობისა და მისი მეშვეობით უცხო ენის(ა.შ. რუსული ენა) მეცნიერულ და პრაქტიკულ დონეზე დაუფლების, აღქმის, ენობრივი ბარიერის დაძლევის გზების ძიების მიზნით.
5. ეს აქტივობა ითვალისწინებს ოლიმპიადის პირველი ტურისათვის მზადების დასასრულს შიდა ოლიმპიადის გამართვას მასწავლებლის მიერ შედგენილი ტესტით, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს საპროგრამო მასალას და აქვს სადიაგნოსტიკო ფუნქცია- შეადაროს მოსწავლეთა წინარე, და, ტესტის ჩატარების მომენტში არსებული ცოდნის დონე. მიღებული შედეგის გათვალისწინებით დაიგეგმოს მომავალი სამუშაო პროგრამა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის (რუსული ენა) მზადების სამუშაო შეხვედრების ფოტო და ვიდეო მასალა
2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური რუსულ ენაში გაიმართება 25 ნოემბერს.
Comments
Post a Comment