რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა
25.10.2017
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის წევრთა სია: 1. ქეთი მაჩაიძე-Vl კლ. 2. ქეთი დეკანოიძე-Vl კლ. 3. თეკლა აბრამიშვილი- Vlკლ. 4. დავით მუმლაძე-Vl კლ. 5. ბარბარე გაფრინდაშვილი -Vllკლ. 6. ნათია იარაჯული-Vllკლ 7. შალვა აბრამიშვილი-Vllკლ 8. მარინა გაბაძე-Vllკლ 9. ნინო ქურდაძე-Vllკლ 10. ნიკა გაფრინდაშვილი-Vllკლ 11. ნინო ჭიღლაძე-Vllკლ 12. ლევან ჭიღლაძე-Vllკლ 13. ანა აბაშიძე- Vllკლ 14. დათო აბაშიძე-Vllკლ 15. მარიამ ბანძელაძე- Vllკლ 16. ბექა აბრამიშვილი-Vllკლ. 17. ოთარ აბრამიშვილი - Vll კლ. 18. ანა აბრამიშვილი- Vll კლ. 19. ქრისტინა ტყემალაძე-Vlll კლ. 20. ქეთი ხვედელიძე- Vlll კლ.

2017 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა რუსული ენისა და ლიტერატურის მხატვრულ-შემეცნებითი წრის პირველი მეცადინეობა. წრის წევრებმა მეგობრებს გააცნეს მათ მიერ სხვადასხვა გზით მოპოვებული ინფორმაცია რუსული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. ბავშვებმა მასალები მიიპოვეს ინტერვიუებით რუსული ენისა და ისტორიის პედაგოგებისგან, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, და მასწავლებლის დახმარებით შეეცადნენ ნაშრომების თარგმნას. დაამუშავეს მოცემული თემის შესატყვისი ლექსიკოლოგია.

თემატური საუბრის შემდეგ წრის წევრები გავიდნენ ბუნების წიაღში და გააკეთეს ჩანახატები- მათ მიერ აღქმული გარე სამყარო.

წრის წევრებმა დაასათაურეს და გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია და არსებული ლექსიკური მარაგის მეშვეობით აღწერეს ნახატები რუსულ ენაზე. გამოიკვეთა პრობლემები: ლექსიკური მარაგის გამდიდრების აუცილებლობა, რუსულად საუბრის ბარიერის დაძლევის გზების ძიება,ცხოვრებისეული სიტუაციების რუსული ენის გამოყენებით გამკლავება... წრის პირველი სამუშაო შეხვედრა წევრებმა დაასრულეს რუსული ანბანისადმი მიძღვნილი ლექსის მხატვრული კითხვით. დასასრულს წრის წევრებმა დაინაწილეს დავალებები შემდეგი მეცადინეობისათვის.

Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი