ფიჭური კავშირი

1. პროექტის სახელწოდება: "ფიჭური კავშირი"
მარტინ კუპერი
2. პროექტის მთავარი იდეა : კვლევა უსადენო კავშირგაბმულობის დადებითი და უარყოფითი მხარეების, და გზების ძიება, როგორ მოვირგოთ მხოლოდ სასიკეთოდ ტექნიკური რევოლუციური მიღწევები.(რუსული ენის გაკვეთილზე X კლასში.)
3. პროექტის აქტუალობა:უკვე ადვილად ხელმისაწვდომი მობილური ტელეფონი - პრობლემა სკოლაში: უნდა ატაროს თუ არა მოსწავლემ სკოლაში ტელეფონი?
4.პროექტის მიზნები: პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. მოსწავლეებში აქტუალური პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისა და ღონისძიებების (მაგ. პროექტების) ორგანიზების უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი:მეათე კლასის მოსწავლეები, მათი თანატოლები, მშობლები და მასწავლებლები.
6. ვადები/ ხანგძლივობა: 5 აკადემიური საათი / ორკვირანახევარი .
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  საინფორმაციო ბუკლეტებისა და საკუთარი ვებ - საიტის შექმნა, სადაც მოსწავლეები აფიქსირებენ არგუმენტირებულად საკუთარ მოსაზრებებს არსებული პრობლემის ირგვლივ და თხოვენ გამოხმაურებას  და აზრის გაზიარებას საზოგადოების ფართო მასებს.(თანატოლებს, უფროსებს, მოცემულ საკითხში კომპეტენტურ ადამიანებს)
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, კომპიუტერი პროცესორით,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,საწერკალამი, რვეული, დაფა, ცარცი.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) :
პირველი აქტივობა: კვლევის გეგმის შედგენა : სასწავლო მასალის გაცნობა "ფიჭური კავშირგაბმულობა"(მობილურის წარმოშობა, მობილური ტელეფონი- დიახ თუ არა?, მობილური და სასკოლო ცხოვრება.);
მეორე აცტივობა: დავალებების გადანაწილება და დროის განსაზღვრა: ინტერნეტით საჭირო მასალის მოძიებას ვთხოვ  ერთ ჯგუფს, ხატვის ნიჭით დაჯილდოებულთ შევთავაზებ საინფორმაციო ბუკლეტის დიზაინზე მუშაობას, კარგი კალიგრაფიის მქონე ბავშვები  გააკეთებენ ჩანაწერებს ბუკლეტებში, შედარებით სუსტ მოსწავლეებს ვთხოვთ დაურიგონ წინასწარ შერჩეულ აუდიტორიას ბუკლეტები, რომლებშიც აუცილებლად იქნება მითითებული პრეზენტაციის დრო და ადგილი. კომუნიკაბელური ბავშვები ჩაატარებენ გამოკითხვას სხვადასხვა ასაკის  რესპოდენტებთან მობილური ტელეფონების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
მესამე აქტივობა: მოძიებული მასალის განხილვა - გაანალიზება (ინფორმაცია მარტინ კუპერისა და მისი ფირმის საქმიანობის შესახებ, ფიჭური კავშირის განვითარების სტატისტიკა,ექსპერტთა და ექიმთა კვლევები და რჩევები, სხვა სახელმწიფოების მიერ სასწავლო დაწესებულებებში გატარებული პრევენციული ზომები მობილურის წინააღმდეგ.).პროექტისათვის საჭირო საინფორმაციო - შემეცნებითი მასალის შერჩევა და ბუკლეტებში ჩატანა
მეოთხე აქტივობა: საპრეზენტაციო ოთახის მოწყობა საჭირო ტექნიკით,მოსაწვევი საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება და პრეზენტაციის დროის დანიშვნა - პოექტზე მუშაობის ბოლო, მეხუთე გაკვეთილი.
მეხუთე აქტივობა: პრეზენტაცია: დისკუსია მრგვალი მაგიდის ირგვლივ. მეათე კლასელები,რამდენიმე მშობელი და მასწავლებელი სხედან მაგიდის ირგვლივ; ორი მოსწავლე მუშაობს კომპიუტერულ ტექნიკასთან და საჭიროებისამებრ უჩვენებენ დამსწრეთ სადისკუსიო თემის შესაბამის ვიდეო - აუდიო მასალას,დისკუსია მიჰყავს ორ მოსწავლეს: პირველი აკეთებს მოკლე ექსკურსს შესწავლილი ტექსტური მასალისა შემდეგ ხდება ვიდეო - აუდიო ჩენება - მოსმენა, მეორე მოსწავლე მაპროვოცირებელი კითხვების მეშვეობით ცდილობს დარბაზისა და უფროსების ჩართვას დისკუსიაში.
სავარაუდო კითხვები: 1. ვინ არის მარტინ კუპერი და რა შედეგი დააფიქსირა მის მიერ განხორციელებულმა პირველმა ზარმა მობილური ტელეფონიდან?(ეს იყო ახალი, ტექნიკური რევოლუციის ეპოქის საწყისი.) 2. რაზე მიუთითებს სწრაფი ტემპით მზარდი რიცხვი მობილურის მომხმარებლებისა ?(იგი გვაძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან ვიყოთ კავშირზე და ვისარგებლოთ ტელეფონის მიერ შემოთავაზებული უამრავი სიკეთით.) 3.მაშინ რა ქმნის პრობლემას,რატომ იკრძალება ტელეფონი სკოლებში და რა რჩევებს გვაძლევენ ექიმები და ექსპერტები? ...
დისკუსიაში მონაწილე დამსწრე საზოგადობა მოსწავლეებთან ერთად კითხვა - პასუხის რეჟიმში მსჯელობენ დასმული პრობლემის ირგვლივ. მეათე კლასელები არგუმენტირებული პასუხებით ცდილობენ მოიძიონ პრობლემის გადაჭრის გზები. ამავე დროს დაფაზე დახაზულია ცხრილი ,რომლის პირველ სვეტში ჩამოვწერთ მობილურის დადებით მხარეებს, მეორეში - უარყოფითს, მესამეში - მოცემული სასწავლო მასალის ავტორის შეხედულებებს(მასწავლებლის, მოსწავლის, ექიმის,ჟურნალისტის), მეოთხეში - არგუმენტებს თითოეულ მათგანზე, მეხუთეში - აუდიტორიის აზრს, მეექვსეში - დისკუსიის მონაწილეთა მიერ პრობლემის გადასაწყვეტად მიჩნეულ გზებს.
მობილური ტელეფონი
მასწავლებელი ასრულებს მეთვალყურის, საჭიროების შემთხვევაში , გზამკვლევის ფუნქციას. დაბოლოს მოსწავლეებს ეხმარება საბოლოო დასკვნის გამოტანაში ტელეფონის გამოყენების შესახებ აუცილებელი საჭიროების დროს,აგრეთვე გადაწყვეტენ, შექმნან ვებ - საიტი თანატოლთათვის:"ვისწავლოთ ტაქნიკური რევოლუციის მიღწევების სასიკეთოდ გამოყენება...გამოგვეხმაურეთ..."
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; პროექტს ვახორციელებთ ისტის აქტიური გამოყენებით,მთავარი მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად ბავშვებს განუვითარდეთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, დამუშავების, კრიატიული აზროვნების უნარი,ისწავლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება,რათა სწავლება იყოს შედეგებზე ორიენტირებული, და სწავლების ახალი მეთოდების(მაგალითად სწავლება პროექტებით)გამოყენებით ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი უნარ - ჩვევები.
11. პროექტის ხელმძღვანელი : ნინელი ცაბაძე - რუსული ენის მასწავლებელი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninelicabadze@gmail.com
13. პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი:  http://ninelicabadze2013.blogspot.com/


Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი