Выбираем профессию. Хl класс. Сарекская публичная школа. Реитинг популярных профессии среди школьников. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. სარეკის საჯარო სკოლა. რუსული ენისა და ლიტერატურის მხატვრულ- შემეცნებითი წრის( Vl-Vll-Vlll კლ.) სამუშაო გეგმა. წრის ხელმძღვანელი: ნინელი ცაბაძე- რუსული ენის მასწავლებელი. 2017-2018 სასწ. წელი. პირველი სემესტრი. მეცადინეობა პირველი: 1. საინფორმაციო-შემეცნებითი საუბარი რუსული ანბანის წარმოშობის შესახებ. რუსული ანბანისადმი მიძღვნილი ლექსის მხატვრული კითხვა. 2.აღვიქვათ, შევიმეცნოთ, გადმოვცეთ რუსულად: წრის წევრები გავლენ ბუნების წიაღში,დახატავენ მათ მიერ აღქმულ გარე სამყაროს,საინტერესო საგნებს,ხედებს, დაასათაურებენ ნამუშევრებს და აღწერენ მას რუსულად. 3. წრის წევრები აკეთებენ ნამუშევართა პრეზენტაციას რუსულ ენაზე. 4. მუშაობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს ჩაინიშნავს წრის ხელმძღვანელი(სავარაუდოდ: ლექსიკური მარაგის სიმწირე, სიტუაციის რუსულ ენაზე გამკლავების უნარის არასაკმარისი დონე, ენის ბარიერის დაძლევის კომპლექსი) და დასახავს წრის წევრებთან ერთად მათი აღმოფხვრის გზებს. 5. მზადება მეორე მეცადინეობისათვის: სამუშაოების გადანაწილება წრის წევრთა შორის. მეცადინეობა მეორე: 1. სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში: დავუბრუნდეთ წიგნს, ვისწავლოთ წიგნთან მუშაობა: ა. მხატვრული კითხვა: "რუსი პოეტები საქართველოს შესახებ." ბ. შემეცნებითი საუბარი:საქართველოსადგილი და მნიშვნელობა რუს შემოქმედთათვის. გ. ბიბლიოთეკის წიგნთსაცავში ბავშვები ირჩევენ სასურველ რუსულ ლიტერატურას, კითხულობენ და თარგმნიან ლექსიკონების მეშვეობით. დ. წრის წევრები აკეთენენ ნამუშევრების პრეზენტაციას: კითხულობენ და თარგმნიან... 2. წრის წებრები ხელმძღვანელის დახმარებით აფასებენ ერთმანეთს, ინიშნავენ პრობლემურ საკითხებს,სახავენ მათი აღმოფხვრის გზებს. 3. მზადება შემდეგი მეცადინეობისათვის. როლებისა და დავალებების გადანაწილება წრის წევრებს შორის. მეცადინეობა მესამე: 1. მინი- ზეიმი: "გილოცავთ ახალ წელს!" ა. წრის წებრები აფორმებენ საკლასო ოთახს: ამზადებენ სცენას, და მოწვეული მაყურებლისათვის ქმნიან კომფორტულ გარემოს. თითოეულ მათგანს სკამზე დახვდება წრის წევრთა მიერ რუსულ ენაზე დამზადებული მისალოცი ბარათები. ბ. წრის წევრების მიერ შესრულდება საახალწლო ლექსების მხატვრული კითხვა, სიმღერები, აწყობენ ახალი წლისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა- აღწერას რუსულ ენაზე,ცეკვავენ მსურველ მაყურებლებთან ერთად. გ. ცდილობენ მაყურებელთან კონტაქტი დაამყარონ რუსულ ენაზე და ჩაიწერონ მათი შთაბეჭდილევები კონცერტის შესახებ,კონფერანსიეს პროგრამა მიჰყავს რუსულად. დ. საახალწლო ზეიმის დასრულების შემდეგ წრის წევრები აკეთებენ სემესტრის განმავლობაში რუსული ენის წრეში ჩატარებული მუშაობის ამსახველ სტენდს,წინასწარ მომზადებული ფოტომასალით, ჩანახატებით, შთაბეჭდილებების დღიურებით. 2. წრის წევრებიაჯამებენ სემესტრის მანძილზე ჩატარებულ მუშაობას; სახავენ სამომავლო გეგმებს. ორშ. 17:16 სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში მუშაობს მხატვრულ- შემეცნებითი წრე რუსულ ენასა და ლიტერატურაში Vl-Vll-Vlll კლასების მოსწავლეებისათვის: "აღვიქვათ,შევიმეცნოთ, გადმოვცეთ რუსულად." "Понимать, исследовать, передать по-русски."

Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი