Posts

Showing posts from January, 2018

რეფლექსია. მოსწავლეთა ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად ჩატარებული სამუშაოს შეფასება.

 მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ოლიმპიადებში, შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. მიუხედავად შედეგისა მოსწავლეთა წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად,საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად, და მეტად მიტივირებულნი ეუფლებიან საგნებს; სწავლება აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და, შესაბამისად მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა წრეც ფართოვდება.    ასევეა მასწავლებლისათვის: წარმატებული მოსწავლე ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმატებული მასწავლებლისა.     ჩემს მიერ ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი Xl კლასის მოსწავლეებისაგან შეირჩა. შევიმუშავე სამუშაო გეგმა ესგ-ს მიზნების შესაბამისად.  პირველივე მეცადინეობაზე გავიარეთ ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები. ჩავატარეთ სადიაგნოსტიკო ტესტირება,რის შედეგადაც მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობებისათვის მეტად ყურადსაღები საკითხები. შემდეგი აქტივობების ძირითადი მიზანი იყო ენობრივი უნარების დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წაკითხული უცხო ( რუსული) ენოვანი ტექსტის გააზრება, სიტ...

საწრეო მუშაობა: მოსწავლის შეფასება.

      ანი აბრამიშვილი-Vll კლასი.   რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნო კლასის დამრიგებელმა. წავიკითხე წრის ხელმძღვანელის მიერ ინტერნეტში სკოლის გვერდზე განთავსებული განცხადება. გავერთიანდი წრეში . მსურს ისე დავეუფლო რუსულ ენას, რომ შევძლო ,არა მხოლოდ ცხოვრებისეული სიტუაციების გამკლავება, არამედ მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, გაგება, ჩემს მიერ აღქმული სამყაროს აღწერა რუსულად.   წრეში მუშაობა საინტერესოდ მიმდინარეობდა.ბევრი ახალი, ჩემთვის საჭირო ინფორმაცია გავიგე, ვისწავლე დიალოგებში მონაწილეობა,ნახატების აღწერა. რუსულ ენაზე დავამუშავეთ რუსი პოეტების შემოქმედება საქართველოსთან კავშირში. აგრეთვე საზეიმო კონცერტის გამართვის,მოსაწვევების, კედლის გაზეთებისათვის საჭირო ტერმინოლოგია.    პრაქტიკული საქმიანობა მართლაც ამარტივებს ენობრივი ბარიერის დაძლევის პროცესს,გვაძლევს რუსული ფრაზეოლოგიის, გრამატიკული წყვილების თამამად გამოყენების შანსს,გვიჩენს ბუნებრიობის შეგრძნებას.    ვფიქრობ,განვაგრძო წრეში მუშაობა. ეს საქ...

საწრეო მუშაობა: მშობლის შეფასება.

ცირა ბოლოთაშვილი- რუსული ენისა და ლიტერატურის წრის წევრების, ანა და დავით აბაშიძეების (Vll კლ) მშობელი. მიმდინარე,2017-2018 სასწ. წლის პირველ სემესტრში სარეკის საჯარო სკოლაში მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის წრე პედაგოგ ნინელი ცაბაძის ხელმძღვანელობით. ინფორმაცია გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით.წავიკითხე განცხადებას თან დართული წრის სამუშაო პროგრამა. დავინტერესდი და ვურჩიე შვილებს გაწევრიანებულიყვნენ,რადგან ვთვლი, რომ რუსული ენისა და ლიტ-რის წრეში საქმიანობა დაეხმარება ბავშვებს გაუუმჯობესდეთ რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი,რაც მეტად საჭიროა დღეს. რუსული ენა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა მსოფლიოში და რუსულად სწორი მეტყველება დაეხმარება ჩემს შვილებს ადვილად ადაპტირდნენ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ვთვლი,რომ ბავშვებმა ნაყოფიერად იმუშავეს წრეში. ანა და დათო ინტერესით ასრულებდნენ წრის ხელმძღვანელის მიერ მიცემულ დავალებებს,საპრეზენტაციო საკითხებს, სწავლობდნენ ახალ ფრაზებს,მართავდნენ ერთმანეთში დიალოგებს რუსულ ენაზე,და რაც მთავარია, ყველაფერს აკეთებდნენ ხალისით,ძალდაუტანებლად. ი...