საწრეო მუშაობა: მოსწავლის შეფასება.

      ანი აბრამიშვილი-Vll კლასი.

  რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნო კლასის დამრიგებელმა. წავიკითხე წრის ხელმძღვანელის მიერ ინტერნეტში სკოლის გვერდზე განთავსებული განცხადება. გავერთიანდი წრეში . მსურს ისე დავეუფლო რუსულ ენას, რომ შევძლო ,არა მხოლოდ ცხოვრებისეული სიტუაციების გამკლავება, არამედ მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, გაგება, ჩემს მიერ აღქმული სამყაროს აღწერა რუსულად.
  წრეში მუშაობა საინტერესოდ მიმდინარეობდა.ბევრი ახალი, ჩემთვის საჭირო ინფორმაცია გავიგე, ვისწავლე დიალოგებში მონაწილეობა,ნახატების აღწერა. რუსულ ენაზე დავამუშავეთ რუსი პოეტების შემოქმედება საქართველოსთან კავშირში. აგრეთვე საზეიმო კონცერტის გამართვის,მოსაწვევების, კედლის გაზეთებისათვის საჭირო ტერმინოლოგია.
   პრაქტიკული საქმიანობა მართლაც ამარტივებს ენობრივი ბარიერის დაძლევის პროცესს,გვაძლევს რუსული ფრაზეოლოგიის, გრამატიკული წყვილების თამამად გამოყენების შანსს,გვიჩენს ბუნებრიობის შეგრძნებას.    ვფიქრობ,განვაგრძო წრეში მუშაობა. ეს საქმიანობა ნამდვილად მეხმარება ჩემი მიზნების განხორციელებაში.





   ქრისტინე ტყემალაძე-Vlll კლასი

    ინფორმაცია რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მუშაობის შესახებ მასწავლებლისგან გავიგე. წრეში გავერთიანდი იმ სურვილით, რომ გამადვილებოდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, სიტუაციის მიხედვით.
   მინდა გითხრათ,რომ კმაყოფილი ვარ. იმდენი სახალისო და საინტერესო აქტივობის თანამონაწილე გავხდი,იმდენად ადვილად ავაწყეთ ურთიერთობები წრის წევრებმა,და რაც მთავარია, ყოველივეს ვაკეთებდით რუსულად წრის ხელმძღვანელის ნინელი ცაბაძის დახმარებით, რომ ვერც კი ვამჩნევდით რომ ერთმანეთს ვესაუბრებოდით არა მშობლიურ, არამედ უცხო(რუსულ) ენაზე. მასწავლებელი შეცდომებს გვისწორებდა ტაქტიანად,გვასწავლიდა სწორად ინტონაციით მეტყველებას,შენიშვნებს კი არ გვაძლევდა, არამედ ისეთ დავალებებს გვასრულებინებდა, რომელთაც თამაშ-თამაშით მივყავდით სწორ პასუხთან.
    ძალიან მომეწონა ბიბლიოთეკაში მუშაობა,წიგნებთან ურთიერთობა,ლექსიკონების გამოყენებით თარგმანი.
     საახალწლო კონცერტი რუსულ ენაზე გავმართეთ.თუმცა, მეც და ჩემს მეგობრებსაც, გაგვიჩნდა მაყურებლის წინაშე რუსულ ენაზე გამოსვლის უხერხულობის კომპლექსი.წრის ხელმძღვანელის დახმარებით ასე თუ ისე დავძლიეთ ეს უხერხულობა. ეს ჩვენი პირველი მცდელობა იყო.
    ვფიქრობ გავაგრძელო წრეში მუშაობა. მინდა ვისაუბრო რუსულად, არ მაწუხებდეს კომპლექსები. მჯერა რუსული ენისა და ლიტერატურის წრე დამეხმარება დასახული მიზნების განხორციელებაში.

Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი