რეფლექსია. მოსწავლეთა ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად ჩატარებული სამუშაოს შეფასება.
მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ოლიმპიადებში, შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. მიუხედავად შედეგისა მოსწავლეთა წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად,საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად, და მეტად მიტივირებულნი ეუფლებიან საგნებს; სწავლება აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და, შესაბამისად მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა წრეც ფართოვდება.
ასევეა მასწავლებლისათვის: წარმატებული მოსწავლე ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმატებული მასწავლებლისა.
ჩემს მიერ ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი Xl კლასის მოსწავლეებისაგან შეირჩა. შევიმუშავე სამუშაო გეგმა ესგ-ს მიზნების შესაბამისად.
პირველივე მეცადინეობაზე გავიარეთ ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები. ჩავატარეთ სადიაგნოსტიკო ტესტირება,რის შედეგადაც მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობებისათვის მეტად ყურადსაღები საკითხები. შემდეგი აქტივობების ძირითადი მიზანი იყო ენობრივი უნარების დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წაკითხული უცხო ( რუსული) ენოვანი ტექსტის გააზრება, სიტუაციური ამოცანების ამოხსნა, დიალოგებში (რუსულ ენაზე) მონაწილეობა, გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება...
ბოლო მეცადინეობაზე კვლავ ჩავატარეთ ტესტირება. მოსწავლეებმა გაუმჯობესებული შედეგი აჩვენეს. მათ იმუშავეს ტესტების ელექტრონულ ვერსიებზეც. შედეგებმა ცხადყო, რომ წინარე და არსებული მოსწავლეთა ცოდნის დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვები ცუდად არ მოემზადნენ ოლიმპიადისათვის.
ოლიმპიადის პირველი ტური 25 ნოემბერს, სკოლაში,ელექტრონულად ჩატარდა.მონაწილეებმა 19 და 21 ქულები აიღეს,რაც საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა გამოაჩინა ჩემს მიერ ჩატარებული მუშაობის ხარვეზები, ამიმაღლა მოტივაცია ვეძიო ხარვეზების აღმოფხვრის გზები, შემდგომისათვის დავსახო მეტად ეფექტური, შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა. რუსული ენის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის შევარჩევ ისეთ აქტივობებს,რომლებიც დაეხმარებათ მათ ენობრივი ბარიერის დაძლევაში, რუსულენოვანი ტექსტის გააზრებაში, გაზრდის მათ ლექსიკურ მარაგს, გრამატიკული კონსტრუქციების, სიტუაციური ლექსიკონებისა და ფრაზეოლოგიის, მხატვრული კითხვის, ენობრივი , და, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებაში.
უცხო ენის (რუსული) სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნებისმიერ აქტივობაში (მათ შორის ოლიმპიადაშიც) გათვლილია ძირითადი მიზნის მისაღწევად: მოსწავლეთა მიერ შეძენილი პასიური ცოდნის აქტიურ მეტყველებაში გადატანა.
ნინელი ცაბაძე
სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
11. 01. 2018წ.

Comments
Post a Comment