საწრეო მუშაობა: მშობლის შეფასება.

ცირა ბოლოთაშვილი- რუსული ენისა და ლიტერატურის წრის წევრების, ანა და დავით აბაშიძეების (Vll კლ) მშობელი.

მიმდინარე,2017-2018 სასწ. წლის პირველ სემესტრში სარეკის საჯარო სკოლაში მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის წრე პედაგოგ ნინელი ცაბაძის ხელმძღვანელობით. ინფორმაცია გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით.წავიკითხე განცხადებას თან დართული წრის სამუშაო პროგრამა. დავინტერესდი და ვურჩიე შვილებს გაწევრიანებულიყვნენ,რადგან ვთვლი, რომ რუსული ენისა და ლიტ-რის წრეში საქმიანობა დაეხმარება ბავშვებს გაუუმჯობესდეთ რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი,რაც მეტად საჭიროა დღეს.
რუსული ენა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა მსოფლიოში და რუსულად სწორი მეტყველება დაეხმარება ჩემს შვილებს ადვილად ადაპტირდნენ საერთაშორისო საზოგადოებასთან.
ვთვლი,რომ ბავშვებმა ნაყოფიერად იმუშავეს წრეში. ანა და დათო ინტერესით ასრულებდნენ წრის ხელმძღვანელის მიერ მიცემულ დავალებებს,საპრეზენტაციო საკითხებს, სწავლობდნენ ახალ ფრაზებს,მართავდნენ ერთმანეთში დიალოგებს რუსულ ენაზე,და რაც მთავარია, ყველაფერს აკეთებდნენ ხალისით,ძალდაუტანებლად. ისინი ყოველი მეცადინეობის შემდეგ კმაყოფილი ბრუნდებოდნენ შინ.
სურვილი მაქვს,წრემ მომავალშიც იფუნქციონიროს და გაუღვივოს მოსწავლეებს რუსული ენისადმი ინტერესი, აუმაღლოს მათ მოტივაცია სიღრმისეულად შეისწავლონ ეს , მეტად
მნიშვნელოვანი მსოფლიოს ხალხებთან საურთიერთობოდ, უცხო(რუსული) ენა.




თეონა ყაველაშვილი-რუსული ენისა და ლიტერატურის წრის წევრის ანი აბრამიშვილის მშობელი.

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მუშაობის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე. სკოლის გვერდზე წავიკითხე განცხადება და წრის სამუშაო გეგმა, დავინტერესდი და დავეთანხმე ჩემს შვილს ჩართულიყო ამ წრის მუშაობაში.   მთელი სემესტრის განმავლობაში ბავშვი დასაქმებული იყო კლასგარეშე საქმიანობით. მუშაობდა სოციალურ ქსელში,ეძიებდა ინფორმაციებს,ეცნობოდა მათ, ქმნიდა ნახატებს და აღწერდა რუსულად,აქტიურად მუშაობდა ლექსიკონით. განსაკუთრებულად მოტივირებული შეუდგა საახალწლო ზეიმისათვის სამზადისს. მისთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა რუსულად გამართულ საზეიმო კონცერტში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, რუსული ენის წრეში საქმიანობა ეხმარება მას გაიმდიდროს რუსული ენის ლექსიკური მარაგი, განივითაროს ამ ენაზე კომუნიკაციის უნარი, დაძლიოს ენობრივი ბარიერი, და უცხო საზოგადოებაში რუსულად საუბრის კომპლექსი.
ვთვლი,რომ რუსული ენა არანაკლებ პრაქტიკული და მოთხოვნადი ენაა დღეს მსოფლიოში. ამიტომ სურვილი მაქვს ჩემმა შვილმა კვლავ განაგრძოს საქმიანობა რუსული ენისა და ლიტერატურის წრეში.

Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი