საზაფხულო სკოლა ,, ჯადოსნური სამყარო - ანბანის ზღაპრულ ბილიკებზე ".


სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლაში 2018-19 სასწავლო წლის 17-18-19-20-21 ივნისს ფუნქციონირებას განაახლებს საზაფხულო სკოლა ,, ჯადოსნური სამყარო - ანბანის ზღაპრულ ბილიკებზე ".

საგანი: რუსული ენა

პედაგოგები:ნინელი ცაბაძე ცირა ბოლოთაშვილი

მიზნები და ზოგადი ინფორმაცია: საზაფხულო სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს ვისწავლოთ კეთებით სწავლა ხალისით, ოცნებების გარემოში, აღვიქვათ და შევიმეცნოთ რეალური სამყარო სასიამოვნოდ, კეთებით სწავლების საინტერესო პროცესში, ფრთები შევასხათ საკუთარ ფანტაზიას და ვიცხოვროთ ანბანის ზღაპრულ სამყაროში, ისე, როგორც ზღაპარში... საზაფხულო სკოლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია რუსული ენის ცოდნის დონის ამაღლება, წერითი და სამეტყველო კულტურის დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და პრაქტიკულად , მარტივ ინტერაქციებში თავდაჯერებულად გამოყენება, ენობრივი ბარიერის გადალახვა... პროგრამა შექმნილია მეხუთე - მეექვსე კლასის მოსწავლეთა ინტერესთა და საჭიროებათა გათვალისწინებით, და, წინა სასწავლო წლებში მოქმედი საზაფხულო სკოლების (,,გზა ევროპისკენ ", ,,ზღაპრული სამყარო ") გამოცდილებაზე დაყრდნობით. მრავალფეროვანი, არასაპროგრამო, საინტერესო, სახალისო და გასართობი აქტივობები შერჩეულია ასოკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, რომ გავუმარტივოთ ბავშვებს უცხო ენის( რუსული ენის) დამწერლობის, ანბანის ბეჭდურ და ნაწერი ვერსიების გარჩევა- გამოყენების პროცესის სრულყოფა, კულტურათაშორისი ურთიერთობის აუცილებლობა ... საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების აღმოჩენა- რეალიზებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზების საუკეთესო საშუალებას. ლოჯისტიკური საკითხები: მეცადინეობები ჩატარდება სარეკის საჯარო სკოლის ბაზაზე. მოსწავლეები ისარგებლებენ სკოლის ბაზაზე არსებული ყველა რესურსით. მაქსიმალურად გავითვალისწინებთ შესაძლო მოსალოდნელ რისკებს და უსაფრთხოების ზომებს. საზაფხულო სკოლაში მიღების კრიტერიუმები: ასაკი: V - VI კლასის მოსწავლეები რაოდენობა: 17-20 განცხადება საზაფხულო სკოლაში ნებაყოფლობით გაერთიანების სურვილის შესახებ. დრო: ხუთი სამუშაო დღე: 17-18-19-20-21 ივნისი, 2019 წელი. 10 სთ-დან 12 სთ- მდე.

პირველი დღე: * საზაფხულო სკოლის სამუშაო გეგმისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა-განხილვა. * რა ვაკეთოთ არდადეგებზე? როგორ დავისვენოთ სასარგებლოდ? თამაში ზმნებით: დავასახელოთ ზმნები რუსულად და დავხატოთ ამ ზმნით გამოხატული მოქმედება. შევივსოთ ჩვენი სიტყვათა მარაგი ახალი ზმნებით. * დავფიქრდეთ, რომელი არს. სახელები გვილამაზებენ დასვენების დღეებს. შევქმნათ ნახატების მხიარული ვირტუალური დასვენების გარემო. დავასათაუროთ ნახატები, რა თქმა უნდა რუსულად, და ავაწყოთ დაფაზე ეს ნახატები ანბანის მიხედვით. გავარკვიოთ სად და როდის დაიბადა სიტყვა,, არდადეგები " - ,, Каникулы ", და რას ნიშნავს ის.







დღე მეორე: * ვირტუალურად ვესწრებით სანახაობებს ცირკში, ზოოპარკში, ატრაქციონზე . *შემდეგ ვქმნით ნახატებსა და ნაკვეთებს, ვუკეთებთმათ შესაბამის წარწერებს რუსულ ენაზე, ვაწყობთ ზოოპარკს და ვსწავლობთ მარტივი ინტერაქციით საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას. * ინტერნეტის მეშვეობით ვათვალიერებთ ფლორას და ფაუნას, ცხოველებს, ფრინველებს, ვისმენთ და ვსწავლობთ მათ წარმოთქმას სწორი , რუსული ენისათვის დამახასიათებელი, მახვილების გათვალისწინებით, ინტონაციით. * ვისმენთ მცირე მოცულობის ტექსტებს რუსულად. გამოვიცნობთ ეკრანზე დედებს და მათ შვილებს, და ვასახელებთ რუსულ ენაზე.



დღე მესამე: * ვნახავთ სპეციალურად შექმნილ პინქსტონს ,, Красная книга " .ვისმენთ ინფორმაციებს წითელი წიგნის შესახებ. ვათვალიერებთ ინტერნეტის მეშვეობით და სასწავლო სტენდებით და ვსწავლობთ რუსულად წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველების, მცენარეების სახელებს. *ვმსჯელობთ: ვინ და რატომ ხდება წითელი წიგნის ბინადარი?რატომ ტირის დედაბუნება და რას ითხოვს ჩვენგან? დიახ, შველას ითხოვს, მაგრამ როგორ ვუშველოთ, რა გავაკეთოთ., როგორ გავუფრთხილდეთ მას?

*პრაქტიკული საქმიანობა: ვასუფთავებთ სკოლის ეზოს და შემოგარენს. ვარიგებთ ჩვენს მიერ დამზადებულ ფლაერებს: ,, Планета Земля- наш дом ! Береги свой дом!"



დღე მეოთხე: ჩემი ჰობი - ჩემი გატაცება. ვმსჯელობთ რაა ჰობი? შეიძლება თუ არა ბობი და პროფესია ერთიდაიგივე იყოს? ჰობი და პროფესია ერთნაირად საქმის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს თუ მოყვარულის დონეზე კეთებაც საკმარისია? ვსწავლობთ საჭირო ტერმინოლოგიას, რათა უფრო სრულყოფილად ვისაუბროთ ჩვენს გატაცებაზე. * ჩვენი მხატვრული თვითშემოქმედება დაგვეხმარება და სურვილისადმი წარმოვადგენთ ჩვენს ჰობს( ნახატი, ჩანახატი, მაკეტი, ჰერბარიუმი... და სხვა) ბავშვებს მიეცემათ სრული თავისუფლება თვითწარმოსახვა თვითშემოქმედებაში გადაიტანონ, და ასე უპასუხონ კითხვას: მაქვს ჰობი? და რა? *პრეზენტაცია: ვსწავლობთ მარტივ ტერმინოლოგიას და კონსტრუქციებს და ვცდილობთ რუსულ ენაზე მოვახდინოთ საკუთარი შემოქმედების წარდგენა.









დღე მეხუთე : ,, До свидания школа! Здравствуй лето!" * ვსწავლობთ მხატვრულ კითხვას: პერფორმანსი ლექსის ,, Алфавит " და რუსული ანბანის თითოეულ ასოზე დაწყებული ნახატებით ანბანის სტენდის აწყობა. ვიყენებთ ანბანის ბეჭდურ და ნაწერ ვერსიებს. * ჩემი საუკეთესო საზაფხულო სურვილი? საჩუქარი, რომელსაც ვისურვებდი; საჩუქარი , რომელსაც საყვარელ ადამიანს ვაჩუქებ. *ვსტუმრობთ ბიბლიოთეკას: ვკითხულობთ მცირე მოცულობის ტექსტებს და ვცდილობთ, გავერკვეთ რა არის საუკეთესო საჩუქარი. ,,Может быть,, Солнышко на память?!" - მზე, სითბო, სიკეთე, იმედი... ვაწყობთ დაფაზე რებუსს: ,, Мы любим лето." * სურვილების დაფა: ბავშვები მასზედ დაიტანენ საკუთარ სურვილს : ვინ წერს, ვინ ხატავს... მოსწავლეები იყენებენ გამოსახვის სასურველ საშუალებას . სურვილების დაფა სკოლის დერეფნის კედლებზე დარჩება და სექტემბერში ვნახავთ ვინ აიხდენს საზაფხულო სურვილს...




































                      

2019 წლის  17-18-19-20-21 ივნისს  სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მეხუთე-მეექვსე  კლასელ მოსწავლეთათვის ფუნქციონირებდა საზაფხულო სკოლა. მოსწავლეთა და მშობელთა  ინფორმირება რუსული ენის საზაფხულო სკოლის ფუნქციონირების შესახებ მოხდა ჩვენს მიერ განხორციელებული წინასაინფორმაციო აქტივობებით:

 განვათავსეთ სკოლის facebook გვერდზე განცხადება და პროგრამა. დავიწყეთ მსურველ მოსწვლეთა აღრიცხვა.

   სამუშაო პროგრამაში მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ  საზაფხულო სკოლის მიზნები, მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული , მათი ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით, და დავგეგმეთ მათი მიღწევისათვის შესაბამისი აქტივობები. მოვიძიეთ, შევქმენით საჭირო რესურსი. შევეცადეთ და მივაღწიეთ კიდეც შეგვექმნა ურთიერთკეთილგანწყობილი , მეგობრული გარემო. აქცენტი გაკეთდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობაზე, სხვადასხვა ინტერესების მიუხედავად განსხვავებული აზრის პატივისცემასა და გაზიარებაზე.

საქმიანობა საზაფხულო სკოლაში მიმდინარეობდა ძირითადი მიზნით: ვისწავლოთ კეთებით სწავლამოვახერხოთ მარტივ ინტერაქციებში თავდაჯერებული მონაწილეობა, დავძლიოთ ენობრივი ბარიერი... სწორედ ამ ძირითადი საკითხების გადაჭრის გზების ძიებამ , რომლებიც უპირველეს ყოვლისა იჩენს უმრავლეს შემთხვევაში თავს უცხო ენის (აქ რუსული ენის) შესწავლის პროცესში, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, აქტუალური გახადა საზაფხულო სკოლის საქმიანობა.

საზაფხულო სკოლის მოწყობისა და საქმიანობის პროცესში დაგეგმილი  აქტივობებიშ განხორციელება მოხდა უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით. ასევე ყველა აქტივობის , რომელთა განხორციელებაც დაკავშირებული იყო ტექნიკის გამოყენებას, ჩასანაცვლებლად მომზადებული გვქონდა რეზერვი აქტივობა. თუმცა გეგმის მოდერნიზების საჭიროება არ დამდგარა. დამატებითი აქტივობების განხორციელება განაპირობა მოსწავლეთა მაღალმა მოტივაციამ და აქტიურობენ.

      17 ივნისს ჩატარდა  საზაფხულო სკოლის პირველი  მეცადინეობა. მოსწავლეებს გავაცანით  საზაფხულო სკოლის სამუშაო გეგმა და განვიხილეთ  მუშაობის პრინციპები : რა ვაკეთოთ არდადეგებზეროგორ დავისვენოთ სასარგებლოდ? ვითამაშეთ  ზმნებითმოსწავლეებმა დაასახელეს ზმნები რუსულად,დამხმარე საშუალებად დავუმზადეთ რესურსი და ბეჭდური  მასალა საჭირო ლექსიკის გასამდიდრებლად. ბავშვებმა საკუთარი წარმოსახვით დახატეს  ამ ზმნებით გამოხატული მოქმედება. შეივსეს  ჩვენს მიერ მომზადებულ რესურსზე დაყრდნობით, სიტყვათა მარაგი ახალი ზმნებით. შემდეგ  მოსწავლეებს ვთხოვეთ,დაფიქრებულიყვნენ, თუ რომელი არს. სახელები გვილამაზებენ დასვენების დღეებსშევქმენით ნახატების მხიარული ვირტუალური დასვენების გარემო.მოსწავლეებმა დაასათაურეს  ნახატები  რუსულად და ააწყვეს დაფაზე ეს ნახატები ანბანის მიხედვით. გავარკვიეთსად და როდის დაიბადა სიტყვაარდადეგები " - ,, Каникулы ", და რას ნიშნავს ის.

საზაფხულო სკოლის  მეორე  დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი ცოდნის გააქტიურებით: მოსწავლეებმა გაიხსენეს,თუ რა თემაზე ვიმუშავეთ პირველ დღეს,გაიხსენეს და ფერად ფურცლებზე  ჩამოწერეს ის სიტყვები,რომლებიც დაამახსოვრდათ წინა მეცადინეობიდან.   ვირტუალურად დავესწარით სანახაობებს ცირკში, ზოოპარკში, ატრაქციონზე .მათ უყურეს და მოისმინეს რუსულ ენაზე სიუჟეტი „Красная книга „ გაიგეს  ინფორმაცია  წითელი წიგნის შესახებ. ნახეს,წაიკითხეს და შეიმეცნეს შინაარსობრივად  სპეციალურად შექმნილი ელექტრონული რესურსი  ,, Красная книга " .

  დაათვალიერეს  ინტერნეტის მეშვეობით და შეისწავლეს რუსულად წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველების, მცენარეების სახელები, იმსჯელეს : ვინ და რატომ ხდება წითელი წიგნის ბინადარი? რატომ ტირის დედაბუნება და რას ითხოვს ჩვენგან?

ერთხმად აღიარეს, რომ დედამიწა შველას ითხოვს ჩვენგანიმსჯელეს, როგორ ვუშველოთ, რა გავაკეთოთ, როგორ გავუფრთხილდეთ მას. შექმნეს  ნახატები  და მათ შეუსაბამეს  წარწერები რუსულ ენაზე და გააკეთეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება.

საზაფხულო სკოლის მესამე  დღე აქტიურად დავიწყეთ. მოსწავლეებმა ინტერნეტის მეშვეობით  დაათვალიერეს  ფლორა და ფაუნა, ცხოველები, ფრინველები, მოისმინეს და დაიმახსოვრეს  მათი წარმოთქმა  სწორი , რუსული ენისათვის დამახასიათებელი, მახვილების გათვალისწინებით, ინტონაციით. მოისმინეს  მცირე მოცულობის ტექსტები  რუსულად. გამოიცნეს  ეკრანზე სხვადასხვა ცხოველთა და ფრინველთა დედები და მათ შვილები .დაასახელეს ისინი  რუსულ ენაზე. მოსწავლეებს შევთავაზეთ ცხოველებისა და მათი ნაშიერების მარტივად დასამახსოვრებლად შემდეგი აქტივობა:დაფაზე დავუწერეთ გაფანტულად სიტყვები,რომლებიც მოსწავლეებმა დაალაგეს ანბანის მიხედვით და მიუსადაგეს მშობელთა და შვილთა რუსული სახელწოდებები ერთმანეთსაქტივობა  ძალიან სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ზოგადად, ამ საფეხურის  მოსწავლეებთან მუშაობა  უდიდესი სიამოვნება და სტიმულია, რადგან მოსწავლე გულწრფელად მოტივირებულია და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით და ინტერესით იმეცნებს რუსულ ენას, როგორც ახალ საშუალებას სამყაროს მრავალმხრივი კუთხით შესაცნობად.

მოსწავლეებმა მიღებული ცოდნისა და შთაბეჭდილებების რეალიზება მოახდინეს : შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები   ,, Планета Земля- наш дом ! Береги свой дом!", შეარჩიეს სამიზნე ჯგუფი_და დაურიგეს მაფ ეს გამაფრთხილებელი- საინფორმიო ფლაერები.

პრაქტიკული საქმიანობა: პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად უნდა დაესუფთავებინათ სკოლის ეზო, თუმცა მოვახდინეთ ცვლილება(მოდიფიცირება) :რადგან სკოლის შემოგარენი და ეზო ისედაც მოწესრიგებული და სუფთა იყო , ამავე დროს მაღალი ტემპერატურის გამო მიზანშეწონილი არ იქნებოდა ბავშვების მუშაობა მცხუნვარე მზის ქვეშ. ამიტომ აქტივობა ასფალტზე ხატვით ჩავანაცვლეთ. მოსწავლეებმა დახატეს ცხოველები, რომელთა სახელებიც უკვე შეისწავლეს და შეუძლიათ წარმოთქვან რუსულად , მოაწყვეს  კონკურსი. გამოავლინეს გამარჯვებული.







დღე  მეოთხე: ჩემი ჰობი - ჩემი გატაცებავმსჯელობთ რაა ჰობი? შეიძლება თუ არა ბობი და პროფესია ერთიდაიგივე იყოს? ჰობი და პროფესია ერთნაირად საქმის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს თუ მოყვარულის დონეზე კეთებაც საკმარისია?

მოსწავლეებს დავურიგეთ წინასწარ მომზადებული სასწავლო-საინფორმაციო ხასიათის რესურსების ბეჭდური ვერსიები, რომლებიც შეიცავდა  თემასთან დაკავშირებულ საჭირო ტერმინოლოგიას და სახალისო სავარჯიშოებსა და რებუსებს, რათა  სრულყოფილად გაეთავისებინათ სიტყვა ,,ჰობის" ნიშვნელობა და  ესაუბრათ  საკუთარ გატაცებაზე,იმაზე,თუ რა არის მათთვის საყვარელი საქმიანობა,რით არიან დაკავებულნი თავისუფალ დროს..მოსწავლეები დვყავით ჯგუფებად ,დავურიგეთ სამუშაო თემაზე:რა არის ჩემი საყვარელი საქმიანობა(სახელობითი),რითი ვარ გატაცებული(მოქმედებითი ბრუნვა).შემდეგ  წავაკითხეთ მცირე ზომის წინადადებები და ტექსტები  ნასწავლი ლექსიკის გააქტიურების მიხნით.

 მოსწავლეებმა შეძლეს დაესახელებინათ  და ,დაეწერათ რუსულ ენაზე   მათი გადტაცება და ჰობი. ბავშვებს მიეცათ სრული თავისუფლება საკუთარი ფანტაზია და  თვითწარმოსახვა გადაეტანათ თვითშემოქმედებაში და ასე გაეცათ პასუხი კითხვაზე  მაქვს ჰობი? და რა არის ის?





მეხუთე  დღე გემრიელი სიურპრიზით დაიწყო. ზაფხულის ცხელ დილას ბავშვებს ესიამოვნათ მასწავლებლების მიერ შეთავაზებული მათი საყვარელი ნუგბარი - ნაყინი. მსუბუქმა საუზმემ ნაყინით მხიარულად ააჟრიამულა საზაფხულო სკოლის ბავშვები.

,, До свидания школа! Здравствуй лето!"- ასე ქვია შემდეგ აქტივობებს საერთო სახელი.

 მოსწავლეებმა  ისწავლეს  მხატვრული კითხვა. წარმოადგინეს  პერფორმანსი ლექსის ,, Алфавит". საკუთარი ნახატებით ააწყვეს ანბანი. შემდეგ ნახეს რამდენიმე სახალისო ვიდეოკლიპი რუსულ ენაზე საზაფხულო არდადეგებისა და სურვილების შესახებ, აგრეთვე ვიდეო რგოლი სასურველ საჩუქრებს და იმ ემოციებზე, რომელსაც იწვევს საჩუქრის მიღების თუ გაჩუქების მომენტი.მოსწავლეებმა თვალი გადაავლეთ ანბანის ბეჭდურ და ნაწერი ვერსიებში და შეეცადნენ სწორად აეწყოთ გაზეთის სათაური დაფაზე დაწერილი ნიმუშის მიხედვით მასწავლებლის მიერ მიწოდებული ბეჭდური რესურსის გამოყენებით. და აი კედლის გაზეთიც მზადაა: „До свидания школа! Здравствуй лето !“ ააწყვეს რებუსი „Я люблю лето. „ და სასურველი და საუკეთესო საჩუქრის სიმბოლოდ აირჩიეს მზე - სითბოს , მეგობრობის, ღიმილის და კეთილგანწყობილი ნიშნად. „Может быть  СОЛНЫШКО  на память?!“

კედლის გაზეთი მზადაა. ახლა კი  დროა კორესპოდენციებზე მუშაობისა. საზაფხულო სკოლის ბავშვებმა თავიანთი სურვილები და ფანტაზია ფერად ფურცლებზე გადაიტანეს: ჩემი საზაფხულო სურვილები. რა საჩუქარს ვისურვებდი... . ფერად კოკონვერტებში მოათავსეს და კედლის გაზეთზე მოათავსეს.

კედლის გაზეთი და მოსწავლეთა სურვილები სკოლის დერეფანში დარჩა.  ბავშვები მხიარულნი და კმაყოფილნი გაეშურნენ სახლებში. სურვილები სკოლის კედლებზე დარჩა. ვნახოთ ვინ აიხდენს საზაფხულო ოცნებას..





ნინელი ცაბაძე



21.06.2019 წელი

Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი