Posts

Showing posts from June, 2017
Image
Image
საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ". შემაჯამებელი რეფლექსია:ნინელი ცაბაძე-ხელმძღვანელი მასწავლებელი საზაფხულო სკოლის"გზა ევროპისაკენ!" მიზნად ისახავდა რუსული ენის პოპულარიზაციას, ბავშვებისათვის საინტერესო გარემოს შექმნას,სადაც მათ დაისვენეს სასარგებლოდ, რუსული ენის ბარიერის დაძლევის მიზნით შექმნეს მრავალი საინტერესო სიტუაცია, მეტყველებდნენ რუსულად, მასწავლებლების მეშვეობით ასწორებდნენ შეცდომებს დასწავლობდნენ სწორად მეტყველებას რუსულ ენაზე. საზაფხულო სკოლამ იმუშავა შემუშავებული პროგრამის მიხედვით, შეთანხმდა ძირითადი საკითხები მოსწავლეებთან,გათვალისწინებული იქნა მათი ინტერესები. თუმცა მუშაობის დროს გამოიკვეთა პრობლემები, ბავშვებს გაუჩნდათ ახალი სურვილები, რომელთა გათვალისწინებაც მართლაც შეიძლება საზაფხულო სკოლის მუშაობის პროცესში , და გააუმჯობესებს აქტიური, შემეცნებითი დასვენებისთვის განკუთვნილ საზაფხულო სკოლის ცხოვრებას. ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული სურვილი მშობლების და შვილების აღმოჩნდა საზაფხულო სკოლის მუშაობის დროის გრაფიკის გაზრდა, როგორც დღის განმავლობაში, ა...
დღე მეოთხე- რეფლექსია. პირველი აქტივობა ითვალისწინებდა ხალისით, თამაშ-თამაშით შეძენილი ცოდნის განმტკიცებას, ახლის შეცნობას. ბავშვებმა წარმოთქვეს ანბანი ზეპირად, ლექსები, მონტაჟი...შემდეგ ასფალტზე ხატეს საგნები, რომელთა დასახელებაც რუსულად იციან. მათ შეძლებისდაგვარად შეძლეს ანბანის აწყობა ნახატებით საწყისი ასოების მიხედვით. თუმცა მათ გამოხატეს უკმაყოფილება ფერადი ცარცების არ ქონის გამო. ჩვენ მივიღეთ მათი შენიშვნა და შემდგომისათვის გავითვალისწინებთ მოსწავლეების სურვილებს. ხატვის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ,მართლაც ობიექტურად, შეაფასეს საკუთარი და მეგობრების ნამუშევრები, და ხმათა უმრავლესობით გამოავლინეს გამარჯვებული- ანა აბაშიძე. მას ასფალტზე სახელდახელოდ ასფალტზე დაუხატეს ჯილდოდ სიგელი. ამ აქტივობით მოსწავლეებმა შეიხსენეს და გაიუმჯობესეს ლექსიკური მარაგი რუსულ ენაში, არამედ შეიძინეს გაბედულება ობიექტურად შეფასების და თვითშეფასებისა. ვფიქრობ ამ უნარის გამომუშავება მნიშვნელოვანია პრაქტიკულ საქმიანობაში.
დღე  მეოთხე.გეგმა.ვიხსენებთ რუსულ ანბანს, ბავშვები ზეპირად წარმოთქვამენ ანბანს თანმიმდევრობით pდა წარმოდგენენ მონტაჟის სახით ლექსს ანბანზე. შემდეგ მასწავლებლები მოკლედ მოუთხრობენ საზაფხულო სკოლის ბავშვებს რუსული ანბანის წარმოშობის ისტორიას და ჩვენამდე მოღწეული პირველი რუსული ნაწარმოების "СЛОВО О ПОЛКУ ИГОРЕВЕ". შემდეგ ბავშვები იხსენებენ არს. სახელების რუსულ სახელწოდებებს , ხატავენ მათ ანბანში ასოთა თანმიმდევრობით. აწყობენ მხიარულ შეჯიბრს, ვისმეტი ნახატი ,და, შესაბამისად ნახატებით აკინძული სრულყოფილი ანბანი გამოუვა. ბავშვები, ხატვის დასრულების შემდეგ, ხალისით ასრულებენ ზეპირ ტესტს: მასწავლებლები რუსულ ენაზე ასახელებენ არს. სახელებს,ბავშვები კი, ამოცნობის შემთხვევაში, ასახელებენ დასახელებულ არს. სახელს არატრადიციულად, მხოლოდ გამოჯავრებით, მიმიკებით, სხეულის ენით. ხატვასა და ტესტის შედეგებით გამარჯვებულები (თითო გამარჯვებული და არა მეტი) დაჯილდოვდებიან სახელდახელოდ ასფალტზე მოხატული სიგელებით. მეორე აქტივობა: საზაფხულო სკოლის მოსწავლეები სწავლობენინტერვიუს აღებას, თარჯიმ...
რეფლექსია : საზაფხულო სკოლის " გზა ევროპისკენ !" მესამე დღის გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სკოლის მიზანი : სასწავლო პროგრამის მიღმა მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება ; სახალისო , ამავდროულად , შემეცნებითი ხასიათის მასალის გაცნობა - შესწავლის თანადროულად რუსულად მეტყველების გაუმჯობესება , ენობრივი ბარიერის დაძლევის გზების ძიება - სწავლება არატრადიციული მეთოდებით , და მოსწავლეთა ადაპტირება ახალ სასწავლო სიტუაციებში . პირველივე აქტივობის შედეგი თვალსაჩინოა : მოსწავლეები თანხმდებიან , რომ ენათა ცოდნა გვიადვილებს მსოფლიოს ხალხებთან ურთიერთობის გზების ძიებას . ბავშვებმა მოიძიეს ისტ - ის მეშვეობით ინფორმაცია რუსული ენის პოპულარობის შესახებ მსოფლიოში , და აღმოაჩინეს , რომ რუსულად მეტყველებს თითქმის მეოთხედი მსოფლიო , ხოლო 140 მილიონი ადამიანისათვის რუსული ენა არის ოფიციალური სახელმწიფო ენა . მიღწეულია მთავარი მიზანი : ბავშვებმა ინფორმაცია მოიძიეს და აზრთა გაცვლა ერთმანეთში მოახერხეს რუსულ ენაზე ....