დღე მეოთხე- რეფლექსია. პირველი აქტივობა ითვალისწინებდა ხალისით, თამაშ-თამაშით შეძენილი ცოდნის განმტკიცებას, ახლის შეცნობას. ბავშვებმა წარმოთქვეს ანბანი ზეპირად, ლექსები, მონტაჟი...შემდეგ ასფალტზე ხატეს საგნები, რომელთა დასახელებაც რუსულად იციან. მათ შეძლებისდაგვარად შეძლეს ანბანის აწყობა ნახატებით საწყისი ასოების მიხედვით. თუმცა მათ გამოხატეს უკმაყოფილება ფერადი ცარცების არ ქონის გამო. ჩვენ მივიღეთ მათი შენიშვნა და შემდგომისათვის გავითვალისწინებთ მოსწავლეების სურვილებს. ხატვის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ,მართლაც ობიექტურად, შეაფასეს საკუთარი და მეგობრების ნამუშევრები, და ხმათა უმრავლესობით გამოავლინეს გამარჯვებული- ანა აბაშიძე. მას ასფალტზე სახელდახელოდ ასფალტზე დაუხატეს ჯილდოდ სიგელი. ამ აქტივობით მოსწავლეებმა შეიხსენეს და გაიუმჯობესეს ლექსიკური მარაგი რუსულ ენაში, არამედ შეიძინეს გაბედულება ობიექტურად შეფასების და თვითშეფასებისა. ვფიქრობ ამ უნარის გამომუშავება მნიშვნელოვანია პრაქტიკულ საქმიანობაში.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა
2018 წლის 7 მარტს გაიმართა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა. რუსული ენისა და ლიტერატურის მხატვრულ_შემეცნებითი წრის "Понимать, исследовать, передать по-русски" წრის წევრებმა ერთმანეთს გააცნეს სამი და რვა მარტის დღესასწაულების შესახებ მოძიებული ინფორმაცია. ისაუბრეს გენდერული თანასწორობის შესახებ. დაამუშავეს საჭირო ლექსიკა, დაამზადეს და სარვამარტო და მისალოცი ბარათები რუსული ტექსტით, წაიკითხეს სარვამარტო ლექსები რუსულად. დასასრულს კი გოგონებმა წრის ხელმძღვანელ ნინელი ცაბაძისაგან მიიღეს სამახსოვრო სარვამარტო მისალოცი ბარათები.
Comments
Post a Comment