საზაფხულო სკოლა „გზა
ევროპისაკენ“
მიზნები და ზოგადი
ინფორმაცია.
სსოპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა აცხადებს მიღებასსაზაფხულო
სკოლაში „გზა ევროპისაკენ“(საგანი:რუსული ენა;ხელმძრვანელები:რუსული ენის პედაგოგები:ნინელი
ცაბაძე,ცირა ბოლოთაშვილი).
საზაფხულო სკოლის
მიზანი:
მოსწავლეთა ინტელექტუალური,შემოქმედებითი და ფიზიკური
პოტენციალის გამოვლენა- დახვეწა,უცხოური ენის(რუსული ენის) პოპულარიზაცია,შესწავლილი
მასალის პრაქტიკულად გამოყენების უნარ_ჩვევების გამომუშავება.
საზაფხულო სკოლის
ამოცანები:
რსული ენის საზაფხულო სკოლა ხელს შეუწყობს ამ ენისადმი
მოსწავლეთა დაინტერესებას\მოტვაციის ამაღლებას.პროგრამა ითვალისწიებს შემეცნებით-გასართობ
აქტივობებს,სახალისო და ამავდროულად,აკადემიურად დატვირთული გამოცდილბის მიღების საშუალებას.მოსწავლეებისთვის
ნათელი გახდბა,რომ სწავლა და გართობა ურთიერთგამომრიცხავიცნებები არ არის,რომ შეიძლება
გავერთოთ საინტერესოდ და ამავდროულად გავნათლდეთ.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ამასთანავე ითვალისწინებს
მინი-ლექციებს,დებატებს,პრაქტიკულ მეცადინეობებს(პრეზენტაცია,როლური და ინტელექტუალური
თამაშები,სპორტული შეჯიბრებები),შემაჯამებელი ტესტები,ექსკურსია.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სსიპ საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ყველა რესურსით(ბიბლიოთეკა,სპორტული
დარბაზი,ისტ-ის კაბინეტი...)
მონაწილეობის კრიტერიუმები:
საზაფხულო სკოლის მოსწავლეები უნდა აკმაყოფილებდნენ
შემდეგ კრიტერიუმებს:
1.სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო
სკოლის 5-7 კლასის მოსწავლე(რაოდენობა 15-20).
მოსწავლისა და მშობლის ნებაყოფლობითი სურვილი და განაცხადი
საზაფხულო სკოლაში გაერთიანების შესახებ.
ლოჯისტიკური საკითხები:
1.ადგილმდებარეობა:
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო
სკოლის ბაზა.
2.თარიღი\დრო:
2017 წლის 26-30 ივნისამდე.
სწავლების ფორმატი:
სწავლება დაგეგმლია 5 დღის განმავლობაში.მოიცავს თეორიულ-პრაქტიკულ
და აგრეთვე მიმდინარე ტესტებს,შემეცნებით ექსკურსიას.
თითოეული სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ
სამი 1 საათიანი მეცადინეობა.
Comments
Post a Comment