საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ".
შემაჯამებელი რეფლექსია:ნინელი ცაბაძე-ხელმძღვანელი მასწავლებელი
საზაფხულო სკოლის"გზა ევროპისაკენ!" მიზნად ისახავდა რუსული ენის პოპულარიზაციას, ბავშვებისათვის საინტერესო გარემოს შექმნას,სადაც მათ დაისვენეს სასარგებლოდ, რუსული ენის ბარიერის დაძლევის მიზნით შექმნეს მრავალი საინტერესო სიტუაცია, მეტყველებდნენ რუსულად, მასწავლებლების მეშვეობით ასწორებდნენ შეცდომებს დასწავლობდნენ სწორად მეტყველებას რუსულ ენაზე.
საზაფხულო სკოლამ იმუშავა შემუშავებული პროგრამის მიხედვით, შეთანხმდა ძირითადი საკითხები მოსწავლეებთან,გათვალისწინებული იქნა მათი ინტერესები. თუმცა მუშაობის დროს გამოიკვეთა პრობლემები, ბავშვებს გაუჩნდათ ახალი სურვილები, რომელთა გათვალისწინებაც მართლაც შეიძლება საზაფხულო სკოლის მუშაობის პროცესში , და გააუმჯობესებს აქტიური, შემეცნებითი დასვენებისთვის განკუთვნილ საზაფხულო სკოლის ცხოვრებას.
ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული სურვილი მშობლების და შვილების აღმოჩნდა საზაფხულო სკოლის მუშაობის დროის გრაფიკის გაზრდა, როგორც დღის განმავლობაში, ასევე დღეების რაოდენობა.
აქტივობები შეირჩა მრავალფეროვანი, მეტი პრაქტიკული საქმიანობა, მეტი შემეცნებითი, სახალისო ,არასტანდარტული სიტუაციების გამკლავება რუსულ ენაზე მეტყველების საშუალებით.
კარგი . აგრე ვქნათ
თუმცა ყველა აქტივობამ ერთნაირი მოწონება ვერ დაიმსახურა
მინდა აღვნიშნო, რომ ამ აქტივობებმა სხვადასხვა დოზით დაიმსახურეს მოწონება მოსწავლეთა შორის, რაც გამოიხატა მათი აქტივობებში ჩართულობით( ხალისით თუ ვალის მოხდის მიზნით). მათ თავიანთი შეფასება თითოეული აქტივობის შესახებ გამოხატეს ასევე სიტყვიერად, ნახატებით, წერილობით
განსაკუთრებული ერთსულოვნება, აბსულუტური მოწონება და კიდევ სტუმრობის სურვილი გამოიხატა ბიბლიოთეკაში გამართული აქტივობის შემდეგ.
სწორედ მოსწავლეთა მიერ მკაფიოდ გამოხატული დამოკიდებულება ამა თუ იმ აქტივობის მიმართ, არის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი ჩემს მიერ გაწეული მუშაობისა. წარმოჩნდა ხარვეზები,რომელთა უმრავლესობა ამა თუ იმ თემის სირთულე-სიმარტივესთანაა ( ცოდნის დონე) დაკავშიირებული, ანუ თემა მასწავლებლის მიერ უნდა იქნეს შერჩეული ამ პრობლემის გაათვალისწინებით, მასალა უნდა მიეწოდოს იმ სირთულით , იმ დოზით, რის დაძლევასაც მოსწავლეები შეძლებენ მოცემულ მომენტში. მუშაობის პროცესმა ცხადყო ზოგიერთ შემთხვევაში მასწავლებლის ჭარბი მოლოდინი, და , შესაბამისად თემის ხარვეზით გავლა.ამის გათვალისწინებით ვეცდები შემდგომი მუშაობის პროცესში ზედმიწევნით შევისწავლო მოსწავლეთა შესაძლებლობები, მათი სურვილები, ინტერესები, მოლოდინები, ამავე დროს ხელმისაწვდომი მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, რესურსები, რათა სამუშაო პროგრამა თანხვედრაში იყოს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან.
საზაფხულო სკოლის აქტუალურობა წარმოჩინდა მუშაობის პროცესში. მსურველთა ნაკადი იმატებდა ყოველ მომდევნე დღეს, და მშობელთა სურვილი გაზრდილიყო სამუშაო დროის ხანგძლივობა. ბავშვები და მშობლები ერთნაირად კმაყოფილნი დარჩნენ იმ აღმოჩენით, რომ შესაძლებელია დავისვენოთ სასარგებლოდ; ვიმხიარულოთ, და ამავე დროს შევიმეცნოთ, გავერთოთ და ვიაროთ წინ, პროგრესისკენ...
ენა-ესაა ცოცხალი ორგანიზმი, და, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ. საზაფხულო სკოლამ "გზა ევროპისაკენ" მოსწავლეებს მისცა საშუალება გაეთავისებიათ ყოველი უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობა, მით უმეტეს იმ უცხო ენისა (ამ შემთხვევაში რუსული ენა), რომელზეც ლამის მეოთხედი მსოფლიო საუბრობს, ხოლო 140 მილიონი ადამიანისთვის რუსული არის ოფიციალური სახელმწიფო ენა.
ასევე, მუშაობის პროცესმა წარმოაჩინა ბავშვთა შესაძლებლობები, ლიდერები, მათი მრავალფეროვანი უნარები და სწრაფვა სიახლის შეცნობისაკენ, რამაც პედაგოგებს გაგვიადვილა მათთან მუშაობა უმთავრესი მიზნით: აღვზარდოთ მომავალი თაობა XXl საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისად.
საზაფხულო სკოლის მოწყობის შესახებ იფორმაცია განვათავსეთ სოციალურ ქსელში, აგრეთვე გავესაუბრეთ მოსწავლეებს და მათ მშობლებს დროულად. მივიღეთ მსურველნი გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვეცადეთ უსაფრთხოების წესების დაცვას.
მუშაობა წარიმართა კეთილგანწყობილ, მეგობრულ გარემოში, რომელიც მორგებული იყო მეტნაკლებად მოსწავლეთა, მათ მშობელთა ინტერესებთან, არსებული რესურსების გამოყენებით.თუმცა მოგვიწევს შემდგომი მუშაობის დაგეგმვის დროს განსაკუთრებით დაკვირვებით გავითვალისწინოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი, რათა თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო სიურპრიზები. ასევე დახვეწას და მეტ მომზადებას მოითხოვს ზოგიერთი აქტივობა... მიუხედავად ხარვეზებისა, ვფიქრობ საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ!"- 2017, არის პირველი, თუმცა ძალზედ ნაყოფიერი დასაწყისი არატრადიციული მეთოდით სწავლებისა. მან გამოაჩინა ახალი გზები სწავლების ახალი მეთოდების ძიებისა, პედაგოგიური მუშაობის გაუმჯობესებისა, შედეგზე ორიენტირებული განსხვავებული სასწავლო სიტუაციების გამოყენებისა, რაც დადასტურდა მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ გამოთქმული შეფასებებით საზაფხულო სკოლის მუშაობის შესახებ ( იხილეთ ბმულები).

Comments
Post a Comment