საზაფხულო სკოლა
„გზა ევროპისაკენ“
პროგრამა
დღე_ პირველი
1.გაცნობითი
ხასიათის ლექცია-საუბარი თემებზე:“სასარგებლო არდადეგები“;“საზაფხულო სკოლა“.
2.ფილმის ნახვა ჰარი პოტერის შესახებ(რუსულ ენაზე,პაუზებით,საჭიროების
შემთხვევაში_თარგმნით),რათა საზაფხულო სკოლის წევრებს სანახაობითი აქტივობის მეშვეობით
შეექმნათ წარმოდგენა საზაფხულო სკოლის შესახებ.
3.დავისვენოთ და გავერთოთ სასარგებლოდ:
პრაქტიკული სახალისო ტესტი_დღის შეჯამება“რა გავიგეთ
ახალი?რა მოგვეწონა?(ვპასუხობთ ტესტს და ვხატავთ ჩვენს საოცნებო საზაფხულო სკოლას.დღის
შთაბეჭდილებებს ავკინძავთ ნახატებით.თითოეულ ნახატს ვნომრავთ,ვარქმევთ სახელს და ვაკეთებთ
შემდეგ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციას რუსულ ენაზე პედაგოგთა დახმარებით).
დღე _მეორე
1.“წინაპართა ნაკვალევზე.“საუბარი-დისკუსია.რომელი საუკუნიდან
ისწრაფვის საქართველო ევროპისაკენ და ვინ იყვნენ ის სახელოვანი წინაპრები,ვინც პირველნი
შეეცადნენ ევროპასთან დაახლოებას დიპლომატიური თუ შემოქმედებითი საქმიანობით.
პოეზია.
ვკითხულობთ
აკაკი წერეთელის ლექსს(ქართულად),ტარას შევჩენკოს ლექსს(რუსულად).ორი ერის ორი ღირსეული
შვილის მეგობრობის მიზეზ-მიზანის შესახებ ცნობების მიწოდება მოსწავლეებისათვის ილუსტრირებული სახით ისტ-ის გამოყენებით.
3.სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
დევიზით:“ვუბრუნდებით წიგნს“(მინი-კონკურსი:საუკეთესო ლექსი,სიმღერა(რუსულენაზე),ცეკვა).
გამარჯვებულს
ვაჯილდოებთ საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიგელებით.
დღე_მესამე
1.კომუნიკაცია -უპირველესი საშუალება ახალი მეგობრების
შესაძენად.
ენა- კომუნიკაციის უპირველესი საშუალება. რამდენი ენაც
იცი,იმდენი ადამიანი ხარ.
რუსული ენა - მსოფლიოში
მცხოვებ რამდენ მილიონ ადამიანთან საკომუნიკაციოდ გვეხმარება იგი?
უკრაინა - ტარას შეჩენკოს სამშობლო არის თუ არა უკრაინა და
ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და უახლოესი პირველი გაჩერება გზად ევროპისაკენ?
ვკამათობთ, ვეძებთ ჭეშმარიტებას.
2. კითხვ-პასუხი „რატომ ევროპა?!“
რატომ ისწრაფოდნენ პროგრესულად მოაზროვნე ქართველები
ოდითგანვე ევროპისკენ?ვინ იყვნენ ისინი? რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ მეგორებს? რა იყო
ის, რამაც განსაზღვრა აკაკი
წერეთელის განსაკუთებული პატივისცემა ტარას შევჩენკოსადმი ,რამაც შემდეგ გამოიწვია არა მხოლოდ ამ ორი მგოსნის,
არამედ მათი მშობლიური მხარეების დამეგობრება?
3. ჯანსაღი ცხოვრების წესი - ჯანმრთელობას ვიკაჟებთ სპორტდარბაზში.
ძველი ქართული და რუსული საბავშვო თამაშები.
ვიწვევთ კონსულტაციისთვის დაწყებითი ლასების პედაგოგს,
ქალბატონ მარინე წერეთელს და მასთან ერთად ვიასპარეზებთ. ამავდროულად შევისწავლით სპორტულ
ტერმინოლოგიას რუსულ ენაზე.
დღე_მეოთხე
1.ასფალტზე ხატვა. გავიხსენოთ რუსული ანბანი და მისი
შექმნის ისტორია.
კონკურსი: დავხატოთ ანბანის თითოეულ ასოზე დაწყებული
საგნები. ვინ მეტს და უკეთ დახატავს.
2,. ზეპირი ტექსტი: მასწავლებელი ასახელებს რუსულ ენაზე საგნებს, ცხოველებს, გრინველებს, ადამიანებს
პროფესიის მიხედვით;
ბავშვები გამოცნობის შემთხვევაში გააჯავრებენ მოცემულ
საგანს და ასე გასცემენ კითხვას პასუხს. შემდეგ
წარმართავენ ერთმანეთში დიალოგს სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების მიედვით.
3.პრაქტიკული მეცადინეობა:
ინტერვიუ რუსულ ენაზე, თემაზე „აკაკი წერეთელი და ტარას
შევჩენკო“ ქართული ენის პედაგოგებთან; „საქართველო და ევროპა“ - სამოქალაქო განათლების
პედაგოგებთან.
დღე_მეხუთე
1.თემატური დილა:უკრაინელი და ქართველი ხალხების საუკუნოებრივი
მეგობრობა,ისტორიულ- დოკუმენტური და მხატვრული მასალის გაცნობა.
სტუმრად ისტორიის ღვაწლმოსილ პედაგოგთან,ბატონ გიორგი
კიპაროიძესთან.
2. „მეგობრობა-გზად და ხიდად“. აღვადგინოთ და განვიმტკიცოთ
მეგობრობა ტარას შევჩენკოს მშობლიურ კუთხესთან,უკრაინასთან.
გავუგზავნოთ ინტერნრტ -მიმართვა თანატოლ უკრაინელებს,
შევქმნათ საიტი „მეგობრობა-ძლიერი ეროპისა და ძლიერი მსოფლიოს საყრდენია“. მივაწვდინოთ
ხმა ჩვენს ევროპელ მგობრებს!.. გამოვეხმაურეთ!.. ჩვენ თქვენთან მეგობრობა გვსურს!
3. შემეცნებითი ექსკურსია აკაკის სახლ-მუზეუმში.გასაუბრება მუზეუმის
თანამშრომლებთან.ურთიერთ აზრების გაცვლა აკაკი წერეთლისა და ტარას შევჩენკოს მეგობრობის
შესახებ.
მინი ვიქტორინა: „აკაკის ნაკვალევზე:- გზაევროპისაკენ.“_მიგაჩნიათ
თუ არა, რომ დიდი მგოსანი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი გზამკვდევი მომავალი თაობისა პროგრესისაკენ,
და რომ უკრაინა - ესაა უახლოესი, პირველი სადგური
ჩვენთვის,ევროპისკენ მმავალ გზაზე?!
საზაფხულო სკოლა „გზა ევროპისაკენ“ _ 2017 დასკვნითი ნაწილი: პიკნიკი ჩიხურის პირას.
Comments
Post a Comment