თემატური ექსკურსია: სარეკი - სათაფლია - ოტია იოსელიანის სახლმუზეუმი- მოწამეთა- გასართობი პარკი - სარეკი. 2023 წელი
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0384vpzCBZHsyoq5piKZVdRh14SWoqCy57DYo6LoGjRPspsG3zqpdWKJJNJzY3hRPml&id=100080751704284
მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება, მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა და მასში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივება- ესგ-ს ძირითადი მიზნებია. ამ მიზნების მიღწევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება სასწავლო- შემეცნებით ექსკურსიას, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ ერთერთ მეთოდს.
ექსკურსია საინტერესო, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა , რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა...,
განივითარონ სოციალური და თანამშრომლობითი უნარები...
ამ მიზნით 2023 წლის 18 ივნისს სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის დამრიგებელმა ნინელი ცაბაძემ 2022- 23 სასწავლო წლის დასასრულს ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს თემატური ექსკურსია: სარეკი - სათაფლია - ოტია იოსელიანის სახლმუზეუმი- მოწამეთა- გასართობი პარკი - სარეკი.
ექსკურსია შემეცნებითი კუთხით მეტად ნაყოფიერად წარიმართა.
ეს დღე სასიამოვნო, მხიარულ მოგონებად დარჩება მეექვსეკლასელთათვის.
Comments
Post a Comment