,, გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!"... - ვიზიტი ბიბლიოთეკაში
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02cpttbXWVsei8zQEpdsmfXJrPvgS4KFELinNiM1UvZNFtkREyPpv7aupUy9CtJ2FLl&id=100080751704284
,, გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!"...
ასე ვუწოდეთ ვიდეოპრეზენტაციას სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელი ნინელი ცაბაძე.
ჩვენი ორგანიზებით შექმნილი ,,აფხაზეთის კვირეულისადმი" მიძღვნილი ღონისძიებების შემაჯამებელი ვიდეორგოლი -
,,გ მ ი რ ე ბ ი,
ღ ი მ ი ლ ი ს
ბ ი ჭ ე ბ ი, სოფელ სარეკიდან და ბაჯითიდან!" /ელექტრონული ვერსია /
სკოლის ბიბლიოთეკის გამგის, თინათინ კუპატაძის ინიციატივით , ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, დღეს გადავეცით სოფელ სარეკის ადმინისტრაციული ერთეულის, კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრისა და სოფელ სარეკის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს. წარმომადგენლები: თეა რაზმაძე, სოფო ქემერტელიძე, ლალი ცუხიშვილი;
და იქვე წარმოვადგინეთ ამ ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
ურთიერთთანამშრომლობა შედგა.
და , ვფიქრობთ, ამ მეგობრული ჟესტით, კიდევ ერთი მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენც ჩავწერეთ ჩვენი სოფლის სახელოვანი ისტორიის არქივში.
ესაა ვიდეორგოლი ჩვენი ღიმილის ბიჭების, ჩვენი გმირების უკვდავსაყოფად შექმნილი ჩვენს მიერ, იმ მომავალი თაობის მიერ, ვინც დღეს ამ გმირთა ნატერფალებზე დავაბიჯებთ .
ამ ბიჭებმა ჩვენი სოფლის გმირული ისტორია სისხლით დაწერეს .
მათ უკვდავება დაიმსახურეს.
ჩვენ ჩვენი ბავშვური, წრფელი გულით კიდევ ერთხელ, და კიდევ მრავალჯერ, პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას.
დიდება გმირებს!
,,მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს!..."
შეხვედრას, რომელიც შედგა სოფელ სარეკის ბიბლიოთეკაში, ესწრებოდნენ სოფლის დეპუტატი , ქალბატონი მარინა წერეთელი.
აგრეთვე ჩვენი უმცროსი მეგობრები , მეოთხე კლასის მოსწავლეები დამრიგებელ , ქალბატონ მარიკა კაპანაძესთან ერთად.
2023 წელი. 13 ივნისი.
შეგიძლიათ ლინკზე იხილოთ ჩვენი ვიდეორგოლი - ,, გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!"...
https://youtu.be/uB2HeiD3emo
Comments
Post a Comment