საზაფხულო სკოლა,, ჯადოსნური სამყარო " 2017-2018 სასწავლო წელი.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა,, ჯადოსნური სამყარო ".
საგანი :რუსული ენა.
პედაგოგები :ცირა ბოლოთაშვილი, ნინელი ცაბაძე.
მ ი ზ ნ ე ბ ი და ზოგადი ინფორმაცია :
საზაფხულო სკოლის სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს რუსული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლებას, სასაუბრო ენის დახვეწას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას მრავალფეროვანი, არასაპროგრამო საინტერესო აქტივობებით. მოსწავლეთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი, ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა - დახვეწას, უცხო ენის (რუსული ენის) პოპულარიზაციას, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ - ჩვევების გამომუშავებას.
საზაფხულო სკოლა დაეხმარება მოსწავლეებს ესთეტიკურ-შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა-განვითარებაში, გემოვნების დახვეწაში, მხატვრულ- შემოქმედებითი მსჯელობის უნარის განვითარებაში, რუსულ ენაზე საუბრის დროს ენის არასაკმარისად ცოდნის გამო წარმოშობილი შესაძლო კომპლექსებისაგან განთავისუფლებაში, ენობრივი ბარიერის დაძლევაში, პიროვნების შემოქმედებით-ესთეტიკურ მომზადებაში.
პროგრამა შექმნილია Vl-Vll კლასის მოსწავლეების ინტერესების გათვლისწინებით, და, 2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს მოწყობილი საზაფხულო სკოლის,, გზა ევროპისაკენ "(სარეკის საჯარო სკოლის ბაზაზე) გამოცდილების გათვლისწინებით. საზაფხულო სკოლაში საქმიანობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ხელოვნებასთან კავშირის გზით გამოიკვეთება მოსწავლეთა საჭიროებები შემოქმედებითი თვითრეალიზების პროცესში გამომსახველობითი აქტივობების საშუალებით.
საზაფხულო სკოლის ზღაპრული სამყარო ბავშვებს სთავაზობს ცნობილი რუსი მოღვაწის, შემოქმედისა და, უბრალოდ რუსი ხალხის საყვარელი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის ზღაპრების გაცნობის ფონზე მიიღონ ზოგადი ინფორმაცია ამ ჟანრის შესახებ. ზღაპარი ეთნოსის ერთ - ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი იდეით, თემატიკით, მოტივებით, სიუჟეტით, ენობრივი თავისებურებებით წარმოაჩენს ამა თუ იმ ერის ყოფის კოლორიტულ სურათს. ეთნოგრაფია კი, თავის მხრივ,გვიქმნის მკაფიო წარმოდგენას მსოფლიოს ხალხთა ცხოვრების, კულტურის ისტორიის, თვითმყოფადობისა და ინდივიდუალიზმის, იმ წვლილის შესახებ, რომელიც კონკრეტულმა ეთნოსმა შეიტანა მსოფლიო კულტურის საგანძურში.
პუშკინის ზღაპრები რუსი ერის წიაღში იშვა.თვით ავტორი მშობლიური ხალხური შემოქმედების ნიმუშებს კარგად იცნობდა საყვარელი ძიძის წყალობით. მისი ზღაპრების გაცნობა მოსწავლეებს წარმოდგენას შეუქმნის მეზობელი რუსი ერის კულტურაზე.
ამავდროულად წაიკითხავენ და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ქართულ ხალხურ ზღაპრებს, შეძლებენ პარალელების გავლებას ქართულ და რუსულ ეთნოგრაფიას შორის, მსგავსებისა და განსხვავებების აღმოჩენას ამ ორი ერის ისტორიულ - კულტურულ წარსულსა და აწმყოს შორის.
ნახავენ ზღაპრების ეკრანიზებულ ვერსიებს, მოახდენენ წაკითხულისა და ნანახის შედარებას, გამართავენ დისკუსიას, იმუშავებენ ჯგუფებში პრაქტიკულად (ხატვა, ძერწვა, ისტ-ს გამოყენება), შექმნიან მხატვრულ კომპოზიციებს ზღაპრების მიხედვით, მოახდენენ ტრანსფორმაციას მათთვის სასურველი ჯადოსნური ხედვით, გააკეთებენ პრეზენტაციას რუსულ ენაზე.
ზღაპარი ერის კულტურასა და უნიკალურ მემკვიდრეობას ავთენტური სახით ინარჩუნებს. სწორედ ესაა ეთნოგრაფიული ნიმუშების უპირველესი დანიშნულება. მოსწაავლეებისათვის მათი გაცნობა ხელს შეუწყობს კულტურათა შორის დიალოგის, ტოლერანტულობის უნარების გამომუშავებას უცხო ქვეყნის სოციოკულტურული თავისებურებების აღქმა-გაანალიზების მიზნით.
საზაფხულო სკოლაში შეთავაზებული აქტივობების მეშვეობით ბავშვები გაიმდიდრებენ და გაიმტკიცებენ ლექსიკურ მარაგს რუსულ ენაში, შეისწავლიან ზღაპრებისათვის მახასიათებელ ტერმინოლოგიას, ფერთა დასახელებას, მიიღებენ კონსულტაციას ძირითადი ფერების გამორჩევის, ფერთა პალიტრის შეხამების შესახებ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისაგან რუსულ ენაზე შეძლებისდაგვარად, შეიქმნება დიალოგები, სიტუაციები არგუმენტირებული მსჯელობისათვის.
მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ, ისტ-გამოყენებით შექმნიან თავიანთ ჯადოსნურ სამყაროს და დაურთავენ წერილობით პრეზენტაციას რუსულ ენაზე. პრაქტიკული საქმიანობის დროს ისინი გამოიყენებენ პასტელინს, ფანქრებს, გუაშს, თაბახის ფურცლებს, ფორმატს..., შექმნიან ზღაპრების გმირებს და წარმოსახვით იმოგზაურებენ თავიანთ შექმნილ ჯადოსნურ სამყაროში, რაც მეტად შთამბეჭდავს და საინტერესოს გახდის საზაფხულო სკოლის საქმიანობას.
მეცადინეობები ჩატარდება წყვილებში (დიალოგები), ჯგუფებში, ინდივიდუალურად, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობის, მსმენელისა და პრეზენტატორისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებასა და დახვეწას.
,, წიგნის სამყარო " :მოსწავლეები დახვეწენ წიგნზე მუშაობის მეთოდებს, შეეცდებიან აიმაღლონ წიგნიერების დონე, ერთმანეთს დაუკავშირებენ ლიტერატურასა ხელოვნებას, საყვარელ წიგნსა და ნაწარმოებს გამოიყენებენ თვითრეალიზებისათვის და შექმნიან საყვარელი წიგნის მაკეტს საკუთარი ხედვით : ფორმა, კონსტრუქცია, ვიზუალი, შესრულების ტექნიკა და ნებისმიერი ორიგინალური მიდგომა (სიუჟეტი)- ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლეებისათვის მოახდინონ საკუთარი თავის თვითრეალიზაცია, შექმნან საკუთარი ისტორია და ეზიარონ ჭეშმარიტ ხელოვნების სამყაროს.
მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს მათთვის სასურველ ფორმატში. საუკეთესო ნამუშევარი დაჯილდოვდება წიგნით საზაფხულო სკოლის პედაგოგებისაგან.
, ბუნება და ფანტაზია ": მოსწავლეთა შორის გაიმართება დისკუსია ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ამ აქტივობის მიზანია განუვითაროს ბავშვებს ჩვენი ქვეყნის ჯადოსნური ბუნების აღქმის, დაცვისა და ეკოლოგიური საფრთხეების აცილებისთთვის საჭირო აქტივობების ძიებისა და განხორციელების უნარი.
მოეწყობა ლაშქრობა მდინარე ჯრუჭულას ხეობაში.
ბავშვები აგრეთვე ნახავენ ჩვენი ქვეყნის ეთნოგრაფიის ნიმუშს - წყლის წისქვილს, რომელიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და გვთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და ამავე დროს მისი მუშაობა არ უქმნის საფრთხეს ეკოლოგიას. ვიზუალურად აღქმულ ხეობის თვალწარმტაც ბუნებას მოსწავლეები დაუკავშირებენ ხელოვნებას და შთაბეჭდილებებს გადმოცემენ ნამუშევრებში სასურველი ხერხით : ჩანახატი, ნახატი, ვიდეორგოლი, ფოტოკოლაჟი...
მიიღებენ მონაწილეობას
დიალოგებსა და პოლილოგებში და ერთმანეთს რუსულ ენაზე გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს ლაშქრობის, და ზოგადად საზაფხულო სკოლაში გატარებული დღეების შესახებ.
საზაფხულო სკოლა,, ჯადოსნური სამყარო "იფუნქციონირებს ხუთ დღეს. (10.00-12.00სთ.)
დღე პირველი :,, ზღაპრული სამყარო" - 18.06
დღე მეორე: მხატვრულ-ესთეტიკური შემოქმედება. - 19.06
დღე მესამე :,, წიგნის სამყარო "-20.06
დღე მეოთხე : გამოფენა,, საყვარელი წიგნის მაკეტი" (წიგნის მაკეტის შექმნა, დაჯილდოება) -21.06
დღე მეხუთე : ბუნება და ფანტაზია (ლაშქრობა) - 22.06.
ლოჯისტიკური საკითხები:
მეცადინეობები ჩატარდება სარეკის საჯარო სკოლის ბაზაზე.
მოსწავლეები ისარგებლებენ სკოლაში არსებული ყველა რესურსით (ისტ-სა და ხელოვნების კაბინეტები, ბიბლიოთეკა...).
მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შესაძლო მოსალოდნელი რისკები და დაცული უსაფრთხოების ნორმები.
საზაფხულო სკოლაში მიღების კრიტერიუმები :
ასაკი : Vl-Vll კლასის მოსწავლე
რაოდენობა :15-20 მოსწავლე.
განცხადება სკოლაში ნებაყოფლობით გაერთტანების სურვილის შესახებ.
დრო:ხუთი დღე, 10.00-12.00 სთ. 20/06-24/06 2018 წ.
Comments
Post a Comment