რუსული ენისა და ლიტერატურის წრის,, Понимать, исследовать, передать по-русски "მეცადინეობა.
დღეს, 2018 წლის 6 ივნისს, სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენისა და ლიტერატურის წრის,, Понимать, исследовать, передать по-русски "მეცადინეობა.
წრის წევრებმა იმსჯელეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე : გმირობა და პატრიოტიზმი. დაისვა კითხვები : ვინ არის გმირი, ვინ პატრიოტი, გმირები იბადებიან? მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებზე, მხატვრულად წაიკითხეს ნაწყვეტები ბორის პოლევოის ნაწარმოებიდან,, Повесть о настоящем человеке ", და აღნიშნეს, რომ მერესიევი, უპირველეს ყოვლისა, გმირია იმიტომ, რომ ის შეებრძოლა ურთულეს რეალობას, ჩათვალა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, მიზანი მიღწევადია, თუ იღწვი მის მისაღწევად. ჩვენ მომავალ თაობებს დაგვიტოვა საუკეთესო მაგალითი და მოტივაცია ვიცხოვროთ სწორად. მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ სულიერი წრთობა და ინტელექტუალური აღზრდა +სიტუაცია ქმნის გმირს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჩვენი გმირის არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
წრის წევრებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალა საქართველოს დამოუკიდებლობის ასწლოვანი ისტორიის შესახებ, საქართველო - ევროპის ურთიერთობის, ევროპასთან ინტეგრირების შედეგად მიღებულ და მოსალოდნელ სიკეთეებზე, და რაც მთავარია, უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, ა. შ. რუსული ენის, რადგან ენობრივი ბარიერის არ არსებობა ამარტივებს ურთიერთობს. ბევრად უფრო მარტივად ინტეგრირდები უცხო გარემოში, როცა არ გაქვს კომუნიკაციის პრობლემა.
რუსულ ენაზე საუბრობს ევროპის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ამიტომ წრის წევრები თვლიან, რომ რუსული ენის სრულყოფილად დაუფლება დაეხმარება მათ სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო თუ სამუშაო პროექტებში დაუბრკოლებლად მიიღონ მონაწილეობა.
მოსწავლეებმა შეაჯამეს მეორე სემესტრის მანძილზე გაწეული საწრეო მუშაობა, და შეჯერდნენ მთავარზე : წრეში მუშაობა დაეხმარა მათ ურთიერთთანამშრომლობით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით რუსულად საუბრის ბარიერის დაძლევის გზების ძიებაში, გაუადვილა დიალოგებში მონაწილეობა.
დაბოლოს წრის წევრებმა კედლის გაზეთში ასახეს წრის ბოლო მეცადინეობა.
,, Прощай школа.!
Здравствуй лето! "
Comments
Post a Comment