საზაფხულო სკოლის რეფლექსია.
ზღაპარი ეთნოსის ნაწილია. წავიკითხეთ დიდი რუსი შემოქმედის ა. ს. პუშკინის ზღაპრები,ვთარგმნეთ, დავამუშავეთ ზღაპრისთვის დამახასიათებელი ლექსიკონი. შემდეგ ვუყურეთ ქართულ და რუსულ ხალხურ ზღაპრებს. შევადარეთ ერთმანეთს რით ჰგავს და რით განსხვავდება ამ ორი ერის ცხოვრება. მოვიძიეთ ინფორმაცია და უფრო ახლოს გავიცანით მეზობელი ერის საყვარელი მწერალი, პოეტი და მეზღაპრე ალექსანდრე პუშკინი,და ლოგიკურად მივედით დასკვნამდე, რომ მისი ზღაპრების საზრდოს წამოადგენს რუსული ხალხური ზეპირსიტყვიერება, რუსული ეთნოსი, რომელზეც აღიზარდა იგი ხალხის წიაღში შობილი აღმზრდელების მიერ. დავხატეთ საყვარელი ზღაპრის გმირები, და ფარული კენჭისყრით ავირჩიეთ სამი საუკეთესო ნახატი. ფარული კი გულიხმობდა შემდეგს :ნახატები მხოლოდ დაინომრა, ავტორის ვინაობა უცნობი იყო მოსწავლეებისთვის. მათ მხოლოდ ნომრით აარჩიეს მათთვის მოსაწონი სამი ნამუშევარი. სკოლის დერეფანში გავაკეთეთ საუკეთესო ნახატებით ჩვენი ჯადოსნური კუთხე. მოსწავლეებმა გამოავლინეს დაკვირვების, აღქმის, დახარისხების უნარები და ხელოვნებისადმი ინტერესი.
ისწავლეს თეორიულად რა არის ესკიზი, რა არის და როგორ იქმნება მაკეტი. უყურეს სხვადასხვა მაკეტის შექმნის პროცესს კომპიუტერის მეშვეობით, მოემზადნენ საჭირო მასალით და შექმნეს საყვარელი წიგნის მაკეტი საკუთარი ფანტაზიით წარმოდგენილი დიზაინით. ესკიზების შექმნის პროცესში ბავშვებმა კარგად გამოიყენეს კომპიუტერული ტექნიკა. სტუმრობდნენ ბიბლიოთეკას და დაათვალიერეს სხვადასხვა დიზაინით და ფორმატით შექმნილი წიგნები, მიიღეს კონსულტაცია სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისაგან და ისწავლეს ფერთა შეხამება, და საჭირო ცოდნით აღჭურვილნი შეუდგნენ წიგნის მაკეტზე მუშაობას. პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებს სტუმრობდნენ პედაგოგები და გამოხატავდნენ მოწონებას,აძლევდნენ რჩევებს მაკეტის ზოგიერთი ნიუანსის შეცვლის ან შესწორების შესახებ. გაიმართა დასრულებული მაკეტების გამოფენა - კონკურსი. სამი საუკეთესო მაკეტი დაჯილდოვდნენ წიგნებით საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი პედაგოგებისაგან.
საზაფხულო სკოლის ბოლო სამუშაო დღე მივუძღვენით ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობას. მოვაწყვეთ ლაშქრობა მდინარე ჯრუჭულის ხეობაში. ბუნების წიაღში ვისაუბრეთ ეკოლოგიის გაჯანსაღების ღონისძიებებზე. ფოტოაპარატებით, სახატავი ფურცლებითა და ფანქრებით, რვეულებით, კალმებით შეიარაღებულმა ბავშვებმა გზა გაუხსნეს საკუთარ ფანტაზიას : ვინ სურათზე, ვინ ნახატზე, ვინ ჩანახატში გამოხატა თავისი თვალით დანახული და გონებით აღქმული ჯრუჭის ხეობის ულამაზესი ხედები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებმა მხოლოდ სილამაზე როდი აღბეჭდეს საკუთარ ნამუშევრებში?! მათ მახვილ მზერას არ გამორჩენია შეუმჩნეველი უმოწყალოდ გაჩეხილი ხეები, ირგვლივ მიმოფანტული ნაგავი...
გადავწყვიტეთ ადამიანის მიერ ბუნების მიმართ ჩადენილი დანაშაულის მამხილებელი ფოტოები დავამზადოთ და გავაკრათ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე წარწერით : არ მომჭრა, დამინდე, გამიფრთხილდი, მე შენ გჭირდები. დედამიწა ჩვენი სახლია, მას გაფრთხილება უნდა.დაბოლოს დავათვალიერეთ ქართული ეთნოგრაფიის ნიმუში - წყლის წისქვილი, რომელიც ჯერ კიდევ მრავლადაა შემორჩენილი, მუშაობს და გვაწვდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და არ აბინძურებს გარემოს. თუმცა მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს პრობლემაზე : დღეს ჩვენს წისქვილს წყალი არ მიეწოდება იმის გამო, რომ გზის მშენებლებმა წყალს კალაპოტი შეუცვალეს, წისქვილი უმოქმედო აღმოჩნდა, მიუხედავი, და თუ დროულად არ გადაიჭრა ეს პრობლემა, კიდევ ერთი ეთნოგრაფიული ნიმუში განადგურდება, სოფელი კი დარჩება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გარეშე.
დაბოლოს დავათვალიერეთ ქართული ეთნოგრაფიის ნიმუში - წყლის წისქვილი, რომელიც ჯერ კიდევ მრავლადაა შემორჩენილი, მუშაობს და გვაწვდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და არ აბინძურებს გარემოს. თუმცა მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს პრობლემაზე : დღეს ჩვენს წისქვილს წყალი არ მიეწოდება იმის გამო, რომ გზის მშენებლებმა წყალს კალაპოტი შეუცვალეს, წისქვილი უმოქმედო აღმოჩნდა, მიუხედავი, და თუ დროულად არ გადაიჭრა ეს პრობლემა, კიდევ ერთი ეთნოგრაფიული ნიმუში განადგურდება, სოფელი კი დარჩება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გარეშე.
მუშაობის პროცესმა წარმოაჩინა ბავშვთა მრავალმხრივი ინტელექტუალური უნარები. მუშაობა წარიმართა კეთილგანწყობილ, მეგობრულ გარემოში. ვეცადეთ და მინიმუმადე დავიყვანეთ რისკების ალბათობა. სასიამოვნოა, რომ მოსწავლეები და მათი მშობლები, რომელთაც ინტერნეტის მეშვეობით ვაწვდიდით მათი შვილების საზაფხულო სკოლაში საქმიანობის ამსახველ მასალას, კმაყოფილნი არიან,, სასარგებლო დასვენებით ", თუმცა მუშაობის პროცესის დახვეწა კვლავ საჭიროა. გავითვალისწინეთ 2017 წლის საზაფხულო სკოლის,, გზა ევროპისკენ "გამოცდილება, თუმცა ვფიქრობ არატრადიციული სწავლების მეთოდები კვლავ საჭიროებს დახვეწას. კვლავ ვერ ვახერხებთ, არასაკმარისი მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გამო, საზაფხულო სკოლაში ყველა მსურველის მიღებას. ასევე, მეტი აქტივობაა საჭირო რუსული სალაპარაკო ენის დახვეწის მიზნით. ბავშვები მეტი სიხშირით უნდა ჩავრთათ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა დიალოგი, პოლილოგი, მონოლოგი, ინტერაქცია, სიტუაციური ამოცანა..., ენობრივი ბარიერის დაძლევის მიზნით. შემდგომი მუშაობის პროცესში გავითვალისწინებთ არსებულ ხარვეზებს და დავხვეწთ არატრადიციული სწავლების მეთოდებს.
საზაფხულო სკოლის,, ჯადოსნური სამყარო მუშაობის ამსახველი მასალა იხილეთ ბმულზე : https://ninelicabadze2013.blogspot.com/b/post-preview?token=cTOjKGQBAAA.cWgCl0Vat2eDGfobcIWotsyThVYB5nJwC_bbtysmmipaUy8Z5bmS_4m0P0ubDF-ESnXLi8VZYcHqaFWrZrhM1g.adhzqAtPAXmxIVDySU3SPQ&postId=5438710768034421329&type=POST

Comments
Post a Comment