რეფლექსია გაკვეთილი ნომერი 2 - ,,Одежда и обувь ‘’ - 5 კლასი
რეფლექსია
გაკვეთილი ნომერი
2
სკოლა: სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ
აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ნინელი ცაბაძე /
38001009417/
საგანი: რუსული ენა
თემა: ,,Одежда
и обувь ‘’
კლასი: V
მოსწავლეთა რაოდენობა: 18
გაკვეთილის მიზანი:
·
ტექსტის
მოსმენის შედეგად ძირითადი ინფორმაციის გამოყოფა;
·
შესწავლილი
ლექსიკო-გრამატიკული მასალის გამოყენებით დიალოგებში ჩართვის უნარის გამომუშავება;
·
არსებით
სახელთან ზედსართავი სახელის და ზმნის შეთანხმება სქესსა და რიცხვში;
·
წაკითხულ
ტექსტში ძირითადი ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება.
ჩემს
მიერ მე-5 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მოსმენის, კითხვის
და მარტივ თემატიკაზე საუბრის უნარ-ჩვევების განმტკიცებას, სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის
შემცველი მცირე ზომის ტექსტების გაგებას. ინტერაქციაში მონაწილეობას რამდენიმე წინადადებიანი
მონოლოგის წარმოთქმას. მოსმენილ და წაკითხულ ტექსტში ძირითადი ინფორმაციის უნარების
განვითარებას არსებითი სახელის შეთანხმებას ზედსართავ სახელთან და ზმნასთან სქესსა
და რიცხვში.
გაკვეთილის
დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების
რუბრიკები.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, ყველა მოსწავლე
მეტნაკლებად
აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები
იცავდნენ
ქცევის წესებს, გაკვეთილზე შექმნილი იყო ურთიერტპატივისცემისა და
ურთიერთგაგების
ხელშემწყობი, პიროვნულ თანასწორობასა და თანამშრომლობის
პრინციპზე
აგებული სასწავლო გარემო. როგორც მე, ასევე მოსწავლეები, ვიყავით
ყურადღებიანნი
და აქტიური მსმენელნი.
მასწავლებელი
და მოსწავლეები
ვიცავდით
ერთობლივად შემუშავებულ გაკვეთილზე ქცევის წესებს, განსაკუთრებით
გავითვალისწინეთ
COVID – 19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები.
აქტივობებიც
ძირითადად ამ რეკომენდაციების შესაბამისად დავგეგმე და
განვახორციელე,
შევქმენი და გამოვიყენე ერთჯერადი გამოყენების რესურსები,
მაქსიმალურად
ავირიდე გაკვეთილის მსველობის პროცესში ახლო კონტაქტები.
მოსწავლეები
იცავდნენ აქტივობების შესაბამის წესებს; აქტივობიდან აქტივობაზე
გადასვლა
წარიმართა ბუნებრივად, რადგან თემატიკის გათვალისწინებით, ყოველი
შემდეგი
აქტივობა გამომდინარეობდა წინარე აქტივობიდან, რამაც გამოიწვია დროის
რაციონალურად
გამოყენება.
ჩემ
მიერ გამოყენებული რესურსები მიზნობრივად და თემატიკის გათვალისწინებით
იყო
შექმნილი და ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისათვის. უზრუნველვყავი მათი
უსაფრთხო
გამოყენება
მოსწავლეებს
განვუმარტე გაკვეთილის თემა და მიზანი და შევთავაზე წერილობითი
სტენდის
სახითაც, შევეცადე, მოსწავლეთა ცოდნის დონის გათვალისწინებით,
მესაუბრა
როგორც რუსულ , ასევე მათ მშობლიურ ენაზე.
კლასს
შეთავაზე
საყრდენი სიტყვების რუბრიკა, ვაჩვენე სტედნის სახით და წავუკითხე დამხმარე
სარეკომენდაციო
ხასიათის რესურსი და მკაფიოდ განვუმარტე თითოეული უცხო სიტყვა, რათა მათ
შესძლებოდათ
ამ მასალის გათვალისწინება საჭირო სიტუაციებში.
ვფიქრობ,
ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოსწავლეებისათვის უმეტესად
გასაგები
იყო, ვცდილობდი უყურადღებოდ არ დამეტობებია მათ მიერ დაშვებული
შეცდომები,
ვაძლევდი მითითებებს რა იყო სწორი და არასწორი.
მოსწავლეებმა
შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი ჩემს მიერ გაკვეთილის მიზნის
შესაბამისად
შერჩეულ სტრატეგიებს. წერითი და ზეოირი საშინაო დავალების გამოკითხვის პროცესმა ცხადყო
რომ მოსწავლეებმა, უმეტესობამ კარგად, იცის კითხვა, წერა, შეუძლია არსებითი სახელისა
და ზედსართავი სახელების კლასიფიკაცია, მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის განსაზღვრა,
ახრეხებენ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე სწრულყოფილი პასუხის გაცემას: ასახელებენ ტანსაცმელს,
რომელსაც იცვამენ ამინდის შესაბამისად, მაგ.: წვიმიან, მზიან, თოვლიან ამინდში... ოთხმა
მოსწავლემ ზეპირად, გარკვევით წარმოსთქვა ლექსი ,,Песенка дождя’’. მოსმენილი მასალიდან მოსწავლეებმა შეძლეს
კონკრეტული ინფორმაციის ამოკრებადა და (სად,
როდის, რამდენი, რომელი და ა.შ.) ტექსტის მიხედვით კითხვაზე პასუხის გაცემა. დამაკმაყოფილებლად
იმუშავეს ცხრილზე მოსმენილი მასალის მიხედვით
Кто что надел? |
||
Мари |
Гио |
Нино |
შექმნეს
და აღწერეს საპრეზენტაციო დაფა ,,Одежда
и обувь ‘’.
თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად ყველა მოსწავლის
შესაძლებლობების გათვალისწინებით შევარჩიე აქტივობები და თემატიკა სირთულე-სიმარტივეს
მიხედვით, ორი სამი ბავშვის პასიურობა მაინც შესამჩნევი იყო, მათ უჭურდატ საგაკვეთილო
პროცესში ჩართვა და ვფიქრობ, განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა შეირჩეს ჩემს მიერ მათთვის
აქტივობები და ტემატიკა, რომლის დაძლევასაც ისინი შეძლებენ.
დამაკმაყოფილებლად იმუშავა კლასმა გრამატიკულ მასალაზე.
შეისწავლეს ზმნები წარსულ დროში: сделать, надеть და კითხვაზე Что сделать? პასუხის
გაცემა წარსულ დროში. განსაკუთრებით იაქტიურეს ტანსაცმელისათვის ფერის შერჩევის და
ზედსართავი+ არსებითი წყვილების შექმნის პროცესში. განსაზღვრეს ჩემი დახმარებით რა
არის ზედსაართავი სახელი და რა კითხვას პასუხობს იგი.
მინი დიალოგებში მონაწილეობისათვის მოსწავლეებმა
მოირგეს რგოლური თამაშები, აირჩიეს მეწყვილეები და გამართეს მარტივი დიალოგი, თემაზე:
რა ჩაიცვა მან დღეს? რა ჩაიცვა მან გუშინ და
რატომ? ( ამინდის განსაზღვრა). საშინაო დავალებად ბავშვებს მიეცათ მონოლოგის სახით
გადმოეცათ საკუთარი ჩაცმულობა ამინდის შესაბამისად წერილობით და ზეპირად. კვლავ სირთულეს წარმოადგენს რუსული ანბანის ბეჭდური
და ხელნაწერი სიმბოლოების განსხვავება წერისა და კითვის დროს. ეს პრობლემა ამ გაკვეთილმაც
გამოკვეთა.
მნიშვნელოვანია
მოსწავლეთა მიერ გაკეთებული შეფასება და
თვითშფასება.
მათ ისწავლეს ნელ-ნელა ისწავლეს გაკვეთილის
შეფასებაც და თვითსეფასებაც. გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეები სისტემეტიურად
შევაფასე
ხოლმე განმავითარებელი შეფასებით, მათგანაც მივიღე უკუკავშირი, რაც
მომცემს
მიმართულებას შემდგომი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში. დღევანდელმა
გაკვეთილმა
და მოსწავლეთა მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა
ცხადყო , რომ მათთვის უცხო ენის -
რუსული
ენის შესწავლა შედარებით მარტივია მხედველობითი აღქმისა და მოსმენის
უნარებზე
დაყრდნობით, სურთ მეტი თვალსაჩინოების სასწავლო რესურსის აუდიო-ვიდეო მასალის ნახვა
და თვითონაც სიამოვნებიტ მუშაობენ მარტივი თვალსაჩინოებების შექმნაზე, რასაც აუცილებლად
გავითვალისწინებ.
ვფიქრობ
გაკვეთილი დინამიურად წარიმართა,
მოსწავლეები
გაეცნენ წინასწარ ჩემს მიერ მომზადებულ შეფასების რუბრიკებს რომელთა
მიხედვითაც,
გაკვეთილის მსვლელობის პროცესში რამდენჯერმე შევაფასე
განმავითარებელი
შეფასებით, მივიღე მათგან უკუკავშირი.
ვფიქრობ
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი მეტნაკლებად სრულფასოვნად პასუხობდა გაკვეთილის მიზანს.
2022-23
Comments
Post a Comment