რეფლექსია - Традиции приветствия - 8 კლასი
რეფლექსია
სკოლა: სსიპ საჩხერის
მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ნინელი
ცაბაძე / 38001009417/
საგანი: რუსული ენა
თემა: Традиции
приветствия (вразных народов мира).Догадаися сам!
კლასი: VIII
მოსწავლეთა რაოდენობა:
11
გაკვეთილის მიზანი:
Ø მოსწავლე
შეძლებს ტექსტში ასახული სოციო-კულტურული თავისებურებების ამიცნობას და მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენას;ტექსტის
შინაარსის დაკავშირებას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებასთან;
Ø ნასწავლი
ენობრივი საშუალებებით წერის დროს შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა, გამოყენებას;
Ø შეძლებს კულტურათა შორისი დიალოგის ხელშემწყობი
აქტივობების რეალიზებას.
Ø
მოსწავლეებს განუვითარდებათ, დაკვირვების,
მოსმენის, კითხვისა და საუბრის უნარ ჩვევები.
ჩემს მიერ
მე-8 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მიზნად ისახავდა კულტურათაშორისი დიალოგის ხელმშეწყობი
აქტივობების რეალიზებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ინფორმაციის გაცნობას და ათვისებას,მისალმების
ტრადიციებთან დაკავშირებით პრეზენტაციის გაკეთებას.
გაკვეთილის
დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი
და შეფასების რუბრიკები. გაკვეთილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, ყველა მოსწავლე
მეტნაკლებად აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს,
გაკვეთილზე შექმნილი იყო ურთიერტპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი, პიროვნულ
თანასწორობასა და თანამშრომლობის პრინციპზე აგებული სასწავლო გარემო. როგორც მე, ასევე
მოსწავლეები, ვიყავით ყურადღებიანნი და აქტიური მსმენელნი. ვიცნობ რა ჩემი მოსწავლეების
ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში ვეცადე ხელი შემეწყო
ყოველი მათგანის უნარების რეალიზებისათვის (ვამჩნევდი ზოგიერთის პასიურ პოზიციას, ვფიქრობ,
სიმორცხვის გამო). მასწავლებელი და მოსწავლეები
ვიცავდით ერთობლივად შემუშავებულ გაკვეთილზე ქცევის წესებს, განსაკუთრებით გავითვალისწინეთ COVID
– 19-თან
დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები. აქტივობებიც ძირითადად ამ რეკომენდაციების შესაბამისად
დავგეგმე და განვახორციელე, შევქმენი და გამოვიყენე ერთჯერადი გამოყენების რესურსები,
მაქსიმალურად ავირიდე გაკვეთილის მსველობის პროცესში ახლო კონტაქტები.
მოსწავლეები იცავდნენ აქტივობების შესაბამის წესებს;
აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა წარიმართა ბუნებრივად, რადგან თემატიკის გათვალისწინებით,
ყოველი შემდეგი აქტივობა გამომდინარეობდა წინარე აქტივობიდან, რამაც გამოიწვია დროის
რაციონალურად გამოყენება. თუმცა, მოსწავლეთა
მიერ საგაკვეთილო მსალის აღქმისა და გადმოცემის დონის გათვალისწინებით ( მათ შორის
შესრულებული საშინაო დავალების შემოწმების შედეგად), საჭიროდ ჩავთვალე გეგმის მოდიფიცირება,
მცირეოდენი დამატებითი აქტივობის განხორციელება, რათა ზოგიერთ საკითხს ჩავღრმავებოდით,
რომ უფრო მკაფიო და გასაგები გამეხადა ბავშვებისათვის სასწავლო თემატიკა. ამ მიზნით
კვლავ წავაკითხე ტექსტი და სავარჯიშო სამუშაო რვეულში . განსაკუთრებით გავამახვილებინე
ყურადღება მომავალი საშინაო დავალების მომზადებისათვის საჭირო საკითხებზე (მაგ.: მისალმების
ტრადიციები კავკასიაში; ვინ მიეკუთვნება ამიერკავკასიელ ხალხს; ჩვენი მეზობელი ხალხები;
გრამატიკული კონსტრუქციები ...) .
ჩემ მიერ გამოყენებული
რესურსები მიზნობრივად და თემატიკის გათვალისწინებით იყო შექმნილი და ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისათვის. უზრუნველვყავი მათი უსაფრთხო
გამოყენება გავთვალე ვიზუალური აღქმისა და ზეპირი გადმოცემის უნარებზე.
მოსწავლეებს
განვუმარტე გაკვეთილის თემა და მიზანი და შევთავაზე წერილობითი სტენდის სახითაც, შევეცადე,
მოსწავლეთა ცოდნის დონის გათვალისწინებით, მესაუბრა როგორც რუსულ , ასევე მათ მშობლიურ
ენაზე. ვფიქრობ, მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ერების ტრადიციული მისალმების ფორმებს და საჭირო სიტუაციაში პრაქტიკულად
გამოიყენებენ ამ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, რაც მათ აარიდებს (უცოდინრობის შმთხვევაში)
მოსალოდნენ უხერხულობას (მაგ.: თუ ტიბეტში ტიბეტელი შეხვედრის დროს ნიშნად მისალმებისა
გამოუყოფს ენას...). თუმცა ჩემი მუშაობის ნაკლად ვთვლი , რომ მოსწავლეებს გაუჭირდათ
რუსულად საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ასევე მიმაჩნია, რომ, მიუხედავად ჩემს მიერ კლასისთვის
შეთავაზებული საყრდენი სიტყვების რუბრიკისა, მათთვის უნდა წამეკითხა დამხმარე სარეკომენდაციო
ხასიათის რესურსი და მკაფიოდ განმემარტა მისი შინაარსი, რომ მთ შესძლებოდათ ამ რეკომენდაციების
გათვალისწინება საჭირო სიტუაციებში.
ვფიქრობ, ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოსწავლეებისათვის უმეტესად
გასაგები იყო, ვცდილობდი უყურადღებოდ არ დამეტობებია მათ მიერ დაშვებული შეცდომები,
ვაძლევდი მითითებებს რა იყო სწორი და არასწორი.
მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი ჩემს მიერ
გაკვეთილის მიზნის შესაბამისად შერჩეულ სტრატეგიებს. შედარებით მარტივად ართმევდნენ
თავს მინიშნებებს (მაგ.: როლური თამაშები დისტანციის დაცვით); გაუჭირდათ, თუმცა ტექსტის
გამოყენებით მოახერხეს ინფორმაციების დაზუსტება და შეჯამება; შედარებით მარტივად, ლოგიკური
მსჯელობით დაახარისხეს მისალმების ფორმები მნიშვნელობების მიხედვით სასწავლო რესურსების
გამოყენებით (თემა:Традиции приветсвия გაგრეძელებაა წინარე,
ონლაინ გაკვეთილზე ახსნილი მასალისა, მოიცავს რამდენიმე აკადემიურ საათს. მიუხედავად
უდიდესი შესაძლებლობისა, პანდემიის პირობებში ვასწავლოთ უწყვეტ რეჟიმში ონლაინსწავლების
მეშვეობით, მაინც ჩემი სუბიექტური აზრით, შედეგზე ორიენტირებული სწავლება საკლასო ოთახებში
ცოცხალ რეჟიმში წარმართვა მეტადაა). ამ და მოსწავლეთა შესაძლებლობების დონის გათვალისწინებით
მივიღე დაახლოებით მეტნაკლებად მოსალოდნელი შედეგი, ამ შდეგით თუ ვიმსჯელებთ, მე და
ჩემი მოსწავლეები ვმუშაობთ ნორმალური ტემპით, თუმცა სამუშაო ბევრია ( ლექსიკა, გრამატიკული
ფორმები, საუბარი ყოფით თემებზე...).ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიერ გაკეთებული
შეფასება და თვითშფასება. გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეები სისტემეტიურად შევაფასე
ხოლმე განმავითარებელი შეფასებით, მათგან მივიღე უკუკავშირი, რაც მომცემს მიმართულებას
შემდგომი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში. დღევანდელმა გაკვეთილმა და მოსწავლეთა მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა( მაგ.: განმეორებით ვიდეო
ფილმის ნახვა კონკრეტულ თემატიკაზე) ცხადყო , რომ მათთვის უცხო ენის - რუსული ენის
შესწავლა შედარებით მარტივია მხედველობითი აღქმისა და მოსმენის უნარებზე დაყრდნობით,
რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ (ამ გაკვეთილზეც კარგი იქნებოდა მომეძია მზგავსი
თემატიკის ვიდეო ფილმი და შემეთავაზებინა მათთვის, ასევე გამომეყენებინა სხვა მამოტივირებელი
აქტივობები).
ვფიქრობ გაკვეთილი დინამიურად წარიმართა, თუმცა ტემპი
შედარებით ნელი აჯობებდა მიწოდებული მასალის უკეთ აღქმისათვის.
მოსწავლეთა დაინტერესება თემის მიმართ იყო მაღალი, აქტივობის
ინტენსივობას კი აფერხებდა რუსულ ენაზე საუბრის პრობლემა მოსწავლეთა მხრიდან,; ვაცნობიერებ
ამ პრობლემას და მაქსიმალურად ვეძიებ მისი გადაჭრის გზებს.
მოსწავლეები გაეცნენ წინასწარ ჩემს მიერ მომზადებულ
შეფასების რუბრიკებს რომეთა მიხედვითაც, გაკვეთილის მსვლელობის პროცესში რამდენჯერმე
შევაფასე განმავითარებელი შეფასებით, მივიღე მათგან უკუკავშირი.
გაკვეთილი თანდმდევი
ხარვეზებით განვითარდა კერძოდ, ყველა აქტივობის შემდეგ უმჯობესი იქნებოდა მოსწავეებისათვის
განმავითარებელი კომენტარი ყოფილიყო კონკრეტული და მკაფიო,ყოველი აქტივობის ინსტრუქციები
ყოფილიყო უფრო მკაფიო და გასაგები (რაზეც ვფიქრობ, რომ ემოციურმა ფონმა იმოქმედა და
ასევე ჩემი საუბრის სწრაფ ტემპზე, შეიძლებოდა ნელა და მეტი დამაჯერებლობით საუბარი),
ამასთანავე უკეთესი იყო მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ თითოეული მოსწავლის საპრეზენტაციო ნაშრომის შეფასების კონკრეტიზაცია
მოძიებული თემატური ინფორმაციის მეტი სრულყოფისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ დროს ვაკონტროლებდი, 2 წთ მაინც
მომრჩა, რაც გამოვიყენე საშინაო დავალების პირობის მკაფიოდ ახსნისათვის, უმჯობესი იქნებოდა
რამდენიმე შემაჯამებელი კითხვის დასმა(მაგ.: რა გავიგეთ?; რის გაგებას ვისურვებდით?;
რომელი ქვეყნის ტრადიცია მოგვეწონა და რომელი ქვეყნის გავინტერესებს განასაკუთრებით?)
შემდეგში გაკვეთილის დაგეგმვასა
და განხორციელების დროს აუცილებლად გავითვალისწინებ გამოვლენილ ხარვეზებს და შევეცდები,
რომ ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი უფრო სრულფასოვანი იყოს.
თარიღი: 05/11/ 2020
რეფლექსია
Comments
Post a Comment