უცხო ენების კათედრა - ,,რუსული ენის როლი და ფუნქცია თანამედროვე სამყაროში. რუსული ენის სწავლება სკოლაში."

 

უცხო ენების კათედრა

 

თემა:

  ,,რუსული ენის როლი და ფუნქცია თანამედროვე სამყაროში.

   რუსული ენის სწავლება სკოლაში."

რუსული ენის პედაგოგი:   ნინელი ცაბაძე

/სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა/

          პირველი სემესტრი  

 2022-23 სასწავლო წელი

 

    ჩვენს პლანეტაზე ორი ათასზე მეტი ენაა. მათ შორის რუსული ენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ადამიანებს შორის საკომუნიკაციოდ. მიუხედავად იმისა, რომ ენები ერთმანეთისგან განსხვავდება, მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს სხვა ენებს შორის ჰყავს "ნათესავი". რუსული ენა, ისევე როგორც უკრაინული და ბელორუსული, მიეკუთვნება აღმოსავლეთ სლავურ ენებს. ამ ჯგუფის ენებს აქვთ იგივე წარმოშობის წყარო - ძველი რუსული ენა. აქედან გამომდინარე - მრავალი მსგავსი თვისება . რუსული ენა არსებობს და ვითარდება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთდროულად ასრულებს ყველა უნივერსალურ ფუნქციას, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ ენას. ენის დახმარებით ადამიანები ურთიერთობენ, ერთმანეთს გადასცემენ აზრებს, გრძნობებს, ცოდნას ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. ჩვენი ენის ნებისმიერი სიტყვა არ არის მხოლოდ ბგერათა ერთობლიობა: მას აქვს თავისი მნიშვნელობა. და ჩვენ ვფიქრობთ იგივე მნიშვნელობების დახმარებით. ამიტომ ენა მჭიდროდ არის დაკავშირებული აზროვნებასთან და შემეცნებასთან. მთელი ადამიანური ცოდნა გარემომცველი რეალობის შესახებ ფიქსირდება ენაში და გამოხატულია ზოგადად მიღებული და გასაგები სიტყვებით, ფრაზებითა და წინადადებებით. ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს გადასცენ ცოდნა თაობიდან თაობას. თანამედროვე სამყაროში რუსული ენა, გარდა აღნიშნულისა, ასრულებს კიდევ სამ ფუნქციას. ჯერ ერთი, რუსული ენა რუსი ხალხის ეროვნული ენაა. მასზე შექმნილია ხელოვნებისა და ლიტერატურის მშვენიერი ძეგლები, ის მეცნიერებისა და კულტურის ენაა. სიტყვების განლაგებისას, მათი მნიშვნელობების, მათი კომბინაციების მნიშვნელობისას არის ინფორმაცია, რომელიც გადმოგვცემს ცოდნას სამყაროსა და ადამიანების შესახებ, გვაცნობს წინაპრების მრავალი თაობის მიერ შექმნილ სულიერ სიმდიდრეს.

    მეორეც, რუსული არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენა. როდესაც სსრკ არსებობდა, რუსული ენა არ იყო ასეთი - ძალიან ბევრი ეროვნება ბინადრობდა ტერიტორიაზე - საბჭოთა კავშირი. ახლა ეს არის ენა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ ხალხის საჭიროებებს სახლში და სამსახურში, არამედ სახელმწიფოს ოფიციალურ ენას, მეცნიერების, წარმოების ენას და, რა თქმა უნდა, კულტურას. მესამე, რუსული ენა ერთ-ერთი საერთაშორისო ენაა. საერთაშორისო ურთიერთობებისათვის სახელმწიფოები იყენებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ლეგალურად გამოცხადებულ მსოფლიო ენებს, როგორც გაეროს ოფიციალურ და სამუშაო ენებს. ეს ენებია: ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური, ჩინური და არაბული. ექვსი ენიდან ნებისმიერზე შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული კონტაქტები, საერთაშორისო შეხვედრები, ფორუმები და .. რუსული ენის შესწავლა სკოლაში მიზნად ისახავს გამოავლინოს რუსული ეროვნული ენის სიმდიდრე, სილამაზე და სიდიადე, გააძლიეროს სიყვარული მის მიმართ. რუსული ენა არის რუსი ხალხის ენა, რომელსაც აქვს ისტორია, მიღწევები კულტურაში, მეცნიერებაში, სოციალურ აზროვნებაში და .. ეროვნული კულტურის ფორმა.

    ჩვენს სკოლაში რუსული ენა V-XII კლასებში ისწავლება. ევროსაბჭოს განათლების კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენი კათედრის მიერ შემუშავდა პროგრამა, რომელიც რუსული ენის ფლობის შემდეგ დონეებს მოიცავს: * VI კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს ენაში ელემენტარული ცოდნა; * IX კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი საჭიროებებისათვის ენაში მიღებული ცოდნის გამოყენება; * XII კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს ენაში შეძენილი ცოდნის დამოუკიდებლად მოხმარება. რუსული ენის სწავლება მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: კითხვა, წერა, ლაპარაკი, მოსმენა, კულტურათა დიალოგი, სწავლის სწავლა, ენის პრაქტიკული გამოყენება, რომელიც კომუნიკაციურ მეთოდს ეფუძნება. განსაკუთრებული ყურადღება ენის პრაქტიკული გამოყენების მიმართულებას ექცევა, რომელიც გულისხმობს: მოსწავლის მიერ რუსულ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელებას, მაგ.: ტურისტული ბროშურის შექმნა; დამეგობრება სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან, რომლებიც რუსულ ენას შეისწავლიან; ადგილობრივი მუზეუმის კატალოგის შექმნა; გიდობის გაწევა; ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების შექმნა; სპექტაკლებისა და ლიტერატურული კომპოზიციების დადგმა. ვცდილობთ, შესასწავლი თემატიკის გათვალისწინებით, საგაკვეთილო პროცესი დავგეგმოთ სხვა საგნებთან (ქართული, ინგლისური,ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა და სხვა) ინტეგრაციის გათვალისწინებით. სწავლების ამ მიმართულების განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ენის სწავლების მოტივაციის გაზრდას. რუსული ენის გაკვეთილები მიმდინარეობს ვიზუალური, სმენითი და კინეტიკური მეთოდებისა და თანამედროვე კომპიუტერული, ვიდეო და აუდიო რესურსების გამოყენებით...

     მეხუთე კლასში რუსული ენის სწავლების მიზანია მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის სტიმულირება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ძირითადი მიმართულება: ზეპირმეტყველება, მოსმენა, წერისა და კითხვის უნარების განვითარება. მეხუთე კლასის პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია ლექსების, გამოცანების, გათვლების ზეპირად წაკითხვა. მარტივი დიალოგების, სიმულაციური სიტუაციების გათამაშება, საკლასო ინტერაქციაში მონაწილეობა, ბეჭდური ხელნაწერი ასოების განსხვავება, ასოების გამოწერა მოცემული მაგალითის მიხედვით. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად გამოიყენება მოძრავი აქტივობები და თამაშები. მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის გაღრმავება ამ ეტაპზე ერთერთი ძირითადი მიზანია, რათა საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლებისათვის მომზადდეს. პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს ლექსების, ანდაზების, გამოცანების, ზღაპრების ზეპირად კითხვა რუსული ენისათვის დამახასიათებელი ინტონაციისა და გამოთქმის დაცვით; ადაპტირებული ტექსტების დამარცვლით და გაბმულად წაკითხვა; ხელის სწორი მიმართულებით და გადაბმის წესების დაცვით 3–4 სიტყვიანი წინადადებების გადაწერა; საკლასო ინტერაქციაში მონაწილეობა, როლური თამაშების, დიალოგების, სიმულაციური სიტუაციების ინსცენირება; რუსულ ენაზე მარტივი კომუნიკაციის დამყარება. მეექვსე კლასში რუსული ენის სწავლების მიზანია მეხუთე კლასში მიღებული ზეპირი და წერითი უნარჩვევების განმტკიცება და მოტივაციის სტიმულირება. მეექვსე კლასის პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ფლობენ ხმამაღალი კითხვის ტექნიკას; იგებენ თხრობითი ხასიათის ტექსტს, ახარისხებენ მიღებულ ინფორმაციას; ამოიცნობენ საკომუნიკაციო სიტუაციებს; მონაწილეობენ საკლასო ინტერაქციაში; ხელის სწორი მიმართულებით ბეჭდური წყაროდან იწერენ მიკროტექსტებს; ავსებენ მარტივ ანკეტას; შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა; ცხოველის, საგნის, ადამიანის აღწერა და დახასიათება; ინფორმაციის გაცვლა პირადი მონაცემების, საქმიანობის, ეროვნების, ჯანმრთელობისა და ამინდის შესახებ. მექვსე კლასის მოსწავლეებთან ყველა საგაკვეთილო პროცესი იგეგმება მათი ინტერესისა და მოტივაციის გაღრმავების, ლექსიკური მარაგის გამდიდრების და ახალი ლექსიკის აქტივაციის მიზნით. მეექვსე კლასში მოსწავლეები კითხულობენ ადაპტირებულ, თხრობითი ხასიათის ტექსტებს, გამოაქვთ აზრი; გამოხატავენ ემოციებს: ისინი უნდა ფლობდნენ გაცნობითი და შესწავლითი კითხვის სტრატეგიებს; უნდა შეეძლოთ მოკლე ტექსტის შინაარსის ზეპირი გადმოცემა; მოკლე კარნახის წერა.

      მეშვიდე კლასში გადასულ მოსწავლეებს უნდა ქონდეთ რუსული ენის ელემენტარული ცოდნა. მეშვიდე კლასში რუსული ენის სწავლების მიზანია: ხმამაღალი კითხვის ტექნიკის სრულად ფლობა; უცნობი ტექსტის წაკითხვისას გაცნობითი, შესწავლითი და ძიებითი კითხვის სტრატეგიების გამოყენება; მარტივი კორესპონდენციის გაგება: ღია ბარათის, წერილის, მოსაწვევის, საგაკვეთილო ცხრილის, კვირის განრიგის, ანკეტის შევსება, კარნახის დაწერა. მეშვიდე კლასში მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ რუსული ენისათვის დამახასიათებელი ინტონაციისა და გამოთქმის დაცვით ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა და პირადი აზრის გამოთქმა ამა თუ იმ პერსონაჟის ქმედებასთან დაკავშიორებით. მოსწავლეებს ვაცნობთ რუსული საბავშვო მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს. უნდა ვეცადოთ, გავუღვივოთ ინტერესი დამოუკიდებლად წაიკითხონ მარტივი ტექსტები რუსული საბავშვო ლიტერატურიდან და ორი- სამი მარტივი წინადადებით , ნასწავლი ლექსიკური მარაგის პრაქტიკული გამოყენებით შეძლონ შთაბეჭდილების წიგნში საკუთარი აზრის დაფიქსირება. მერვე კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პრაგმატული ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება, საკომუნიკაციო სიტუაციების ამოცნობა, თხრობითი ხასიათის მხატვრული და არამხატვრული ტექსტებიდან სათანადო ინფორმაციის ამოკრება, ამა თუ იმ გმირის დახასიათება, ტექსტში აღწერილი მოვლენის გაანალიზება და შეფასება. მერვე კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ღია ბარათის, მოკლე წერილის (ხელნაწერი და ელექტრონული ვერსიის), მოსმენილი ადაპტირებული ტექსტის მოკლე შინაარსის წერა ორთოგრაფიული და გრამატიკული ნორმების დაცვით. სწავლის პროცესში მოსწავლეები ეცნობიან რუსეთის ტრადიციებს, ზნეჩვეულებებს, ქვეყნის ისტორიას, პოლიტიკურ წყობას, ღირსშესანიშნაობებს, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებას და შემოქმედებას, და ამ კუთხით მათ ინფორმაცია მიეწოდება მათი ასაკისათვის შესაბამისი დოზით( ეს პროცესი გრძელდება შემდეგ კლასებშიც) 9 კლასი რუსული ენის მეცხრე კლასის პროგრამა მიზნად ისახავს დაგროვილი ლექსიკური მარაგის თავისუფლად გამოყენებას ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დროს; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების, სატელევიზიო რეპორტაჟების, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების, ინტერვიუების გაგებასა და გააზრებას. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საკლასო ინტერაქციაში, გაბმულად და თანმიმდევრულად ყვებიან იმას, რაც თვითონ გადახდათ თავს ან სხვის მოყოლილ ამბებს; ფლობენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს, ამზადებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციებს; კითხულობენ და იგებენ ტექსტებს ისტორიის, კულტურის, ბუნებისმეტყველების სფეროდან. წერენ წერილს, აგებენ თხრობითი ხასიათის ტექსტებს გეგმის მიხედვით. მოსწავლეები გეგმავენ, ანაწილებენ ფუნქციებს, ასრულებენ და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტს ისტის გამოყენებით. მოსწავლეები ეცნობიან პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურის ნიმუშებს, ახასიათებენ მოქმედ პერსონაჟებს, ახდენენ ნაწარმოებში ასახული მოვლენების ანალიზს და შეფასებას, ავლებენ პარალელებს ქართულ ლიტერატურასთან.

     10 კლასი მეათე კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საგანმანათლებლო, შემეცნებითი, მხატვრული ტექსტების წაკითხვა, გააზრება, გაანალიზება, მიღებული ინფორმაციის გადმოცემა, დისკუსიაში მონაწილეობა, საკუთარი აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება და არგუმენტებით დასაბუთება. მეათე კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზეპირი პრეზენტაციების და პროექტების დაგეგმვა, მომზადება და სათანადო ფორმით აუდიტორიის წინაშე წარდგენა. მათ უნდა შეძლონ როგორც სხვადასხვა ტიპის ყოფითიადმინისტრაციული ხასიათის ფორმულირების, დოკუმენტების, ცხრილების შევსება, ასევე თხზულების და ესეს წერა ორთოგრაფიული და გრამატიკული ნორმების დაცვით. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ , ამავე დროს ქონდეთ სურვილი და მოტივაცია, გაეცნონ რუსული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს ორიგინალში, დაახასიათონ მოქმედი პერსონაჟები, მოახდინონ ნაწარმოებში ასახული მოვლენების ანალიზი და შეფასება. მეთერთმეტე კლასის პროგრამის მიზანია მოსწავლემ შეძლოს ნებისმიერი თხრობითი და შემეცნებითი ხასიათის ტექსტის, თუ კორესპონდენციის წაკითხვა, გააზრება და ფაქტობრივი ინფორმაციის ამოკრება; ასევე, წერილისა და ბიოგრაფიის დაწერა, თხრობითი ხასიათის ტექსტების აგება, CV–ის შევსება, ბიოგრაფიისა და ავტობიოგრაფიის სპეციფიკის გათვალისწინებით წერა და ზეპირმეტყველებით გადმოცემა. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს რუსული მხატვრული ლიტერატურა, შეუძლია გამოთქვას არგუმენტირებული მოსაზრება, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით, ორთოგრაფიული და გრამატიკული ნორმების დაცვით. მოსწავლე თავდაჯერებულად გრძნობს თავს ნებისმიერ ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციაში. გაბმულად ლაპარაკობს, მონაწილეობს დისკუსიაში, გამოხატავს და ასაბუთებს თავის პოზიციას; გეგმავს, ამზადებს და წარმოადგენს ზეპირ გამოსვლებს და ( მათ შორის კვლევითი ხასიათის) ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტებს. მოსწავლეები ეცნობიან რუსული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს, რუსეთის ხელოვნებას, ისტორიას, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებასა და შემოქმედებას. 12 კლასი მეთორმეტე კლასის პროგრამა წარმოადგენს წინა კლასებში განვლილი მასალის გამეორებას, შეჯამებას და განმტკიცებას. მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას და ემზადებიან რუსული ენის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის, უნარ- ჩვევების მეშვეობით ყოველდღიურ ცხოვრებაში მოთხოვნისდა შესაბამისად გამოყენებისა და აგრეთვე, სურვილის შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის .

     რუსული ენა იყო, და რჩება, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ენა. უახლესი მონაცემებით, რუსული ენა მასზე მოლაპარაკე მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (და ეს არის ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი) მსოფლიოში მესამე ადგილზეა ჩინური და ინგლისური ენის შემდეგ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ეკუთვნის იმ ენებს, რომელთა ცოდნა თითქმის ყველა სახელმწიფოს ინტერესებშია. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში რუსული ენა თითქმის სავალდებულოდ ითვლება სწავლისთვის. მაგალითად, ჩეხეთში უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს რუსულს სწავლის ენად, ვიდრე ფრანგულს. მხოლოდ ჩინეთში ინგლისური ენა უფრო მეტად უყვართ მოსწავლეებს, ხოლო ბევრ ქვეყანაში რუსული ენა სკოლებში ყველაზე პოპულარული ენებს შორის მეორე- მესამე ადგილებზე გადავიდა. და როგორც ექსპერტები ამბობენ, უახლოეს წლებში რუსული ენის პოპულარობა მხოლოდ გაიზრდება.

      ერის ფასდაუდებელი სიმდიდრე ენააეროვნული კულტურის ერთგვარი გენოფონდი. ენა ხალხის ცხოვრებაში ასრულებს ეთნოდიფერენცირებისა და ეთნოინტეგრაციის ფუნქციებს, იკავებს არა მეორეხარისხოვან, მეორეხარისხოვან ადგილს სადღაც პერიფერიაზე, არამედ ერთ-ერთ წამყვან ადგილს, რადგან ის მოქმედებს როგორც ერის სულიერი დამოუკიდებლობის მატარებელი. . ენის დაკარგვა მისთვის არის ურთიერთგაგების დაკარგვა არა მხოლოდ მის გარეთ, არამედ მის შიგნითაც. ენა ხალხის მთავარი სულიერი ტერიტორიაა. ისინი, ვინც მას ეროვნული კულტურის ხერხემალს უწოდებენ, მართალია. ძველ რუსეთში სიტყვა "ენას" მეორე მნიშვნელობაც ჰქონდა - "ხალხი". მშობლიური სიტყვის დაფასება არის სამშობლოსა და ერის ერთგულების მაღალი ზნეობრივი ნიშანი.

      რუსული ენა სულიერი კომუნიკაციისთვის ერთერთი ფართოდ გამოყენებადი ნაცნობი და მოსახერხებელი საშუალებაა. პუშკინმა რუსულ ენას უანდერძა ორმაგი მისია - ერთიანობის მისია და სხვა ენებისა და კულტურების შენარჩუნების მისია. დღევანდელ პირობებში ის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაახლოების უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, სხვა პოპულარულ ენათა გვერდით.

 

 გმადლობთ ყურადღებისთვის!

 

 

Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი