პროექტი- "ხელნაწერთაბანკი“ - 2021-22 წელი

 

გაკვეთილის გეგმა

სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა

 

საგანი: ქართული ენა

 

კლასი: მეოთხე

 

პედაგოგი: ნინელი ცაბაძე

 

19.05. 2021-2022 სასწ. წ.


პროექტი- "ხელნაწერთაბანკი“

 

 

პროექტის გეგმა

1.       პროექტის დასახელება: „ვქმნით ხელნაწერთა ბანკს“

 

2.       პროექტში მონაწილეობენ: IV  კლასის მოსწავლეები (16 )

 

 

3.        პროექტის აქტუალობა/რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის? –

 

            პროექტის აქტუალობა: 

. პროექტი „ვქმნით ხელნაწერთა ბანკს“ აქტუალურია, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელსაც ბავშვები დაწყებით კლასებში იძენენ, წერის უნარია. ბავშვები ჯერ სწავლობენ წერას და შემდეგ წერენ იმისთვის , რომ ისწავლონ ხელის სწორი მოძრაობით წერა, სწორად იწერენტექსტს, მაგალითად წიგნიდან, წერენ უშეცდომოდ, მუშაობენ კალიგრაფიის დახვეწაზე.

სწორედ ამიტომაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. სწავლების საწყის ეტაპზევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის წერისას და კითხვის უნარების განვითარებას და წერა-კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.. ამიტომ ამ უნარების განვითარება- დახვეწას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწყებით საფეხურზე.

პროექტის მოკლე აღწერა: წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აღმოაჩენენ და გაიგებენ ყველაფერს ხელნაწერის, კალიგრაფიის შესახებ. გაიგებენ, გაითავისებენ რა არის ხელნაწერი, დაეუფლებიან  ვარჯიშის შედეგად წერის ტექნიკას, დახვეწენ წერის მანერას- კალიგრაფიას და გააზრებულად შექმნიან საკუთარ ხელნაწერს, პიროვნების იდენტიფიკაციის ერთ-ერთ ნიშანს. ამავე დროს ხელნაწერთა ბანკის შექმნის იდეა და ამ ბანკის კიდევ ერთხელ გამდიდრება მეთორმეტე კლასის დასასრულს მეოთხე კლასელი და მეთორმეტე კლასელის ხელნაწერთა შედარებისათვის ერთი მიზნით: „რამდენად გავიზარდეთ და გავაუმჯობესოთ ხელწერა, კალიგრაფია, ან გავაუარესეთ“ მოსწავლეებს გაუღვივდებათ ლამაზად წერისსურვილს, გაიმდიდრებენ წერის სტილს,  მანერას, დახვეწენ წერით უნარებს არამხოლოდ ქართულად, არამედ უცხო ენებზეც,  რაც თავისთავად დაეხმარება მათ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში, რამეთუ ხელნაწერში, როგორც ამბობენ ,,ადამიანის სული ჩანს“. წაიკითხავენ მრავალფეროვან ლიტერატურას, რათა შეარჩიონ მათთვის სასურველი, მოსაწონი ტექსტები გადასაწერად, საუკეთესო ხელნაწერისნიმუშის შესაქმნელად, და უმთავრესი: მოწყდებიან , დროებით მაინც, ვირტუალურ სივრცეს, და მათი ინტერესის სფეროში მოექცევა უკვე წიგნი, რვეული, კალამი, ფორმატი, მარკერი...გააკეთებენ პრეზენტაციას „ჩემი ხელნაწერი.“

 მოსწავლეები  ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი საუკეთესო ხელნაწერის შექმნის პროცესში განცდილ ემოციებს და ამ ხელნაწერთა პრეზენტაციის პროცესშიმიღებულ შთაბეჭდილებებს. ჩამოუყალიბდებათ განსაკუთრებული დამოკიდებულება არა მხოლოდ წერის , არამედ ტექსტების შერჩევის პროცესის მიმართ.

 

 

 

 

 

პროექტის მიზნებ:

·         წერის უნარის განვითარება;

·         წიგნიდან, დაფიდან...,სწორად გადაწერისტექნიკის დახვეწა და კალმით წერის სიყვარულის გაღვივება;

 

 

·         წერის პროცესისა და გადაწერილი  ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

 

.

·         პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;

·       ემპათიის უნარის განვითარება.

*   ღონისძიებაში მონაწილეობა-მოსწავლეები წარმოადგენენ თემატურ მინიკონცერტს : „ვწერთ ლამაზად, ვქმნით ხელნაწერთა ბანკს, პროექტს ვუძღვნით ჩვენი პირველი მასწავლებლის, ციცო გვალიას ხსოვნას“.

·         კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

·         თანატოლებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება;

 

4.       პროექტზე მუშაობის ვადებიდასაწყისი    16.05.2022წ  დასასრული  19.05..2022

 

მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები

·         მოსწავლეებს წერისადმი, ხელნაწერის შექმნისადმი, როგორც პიროვნული იდენტიფიცირების, განუმეორებელი მისადმი,განსაკუთრებული ინტერესი და დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ;

·         გაუღვივდებათ  სიყვარული და ინტერესი პროზაული თუ პოეტური ქმნილებების შერჩევა-გადაწერისადმი.

*ჩამოუყალიბდებათ წერის კულტურა;

*მოსწავლეები შეძლებენ ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენას და ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციას;

*გამოიმუშავებენ მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებას, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირებას, დაეუფლებიან სხვადასხვა ენობრივ- სტილისტურსაშუალებებს;

 

·         ჩამოუყალიბდებათ პრეზენტაციის უნარები;

 

·         გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, შემოქმედებითობისა და თანამშრომლობითი უნარები;

 

 

 

 

 

 

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:

ქართ. IV.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების გადაწერა.

ქართ. I,V.13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი წერა, პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა;

ქართ. IV.14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.

ქართ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.

ქართ.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.

ს.გ.IV.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური  ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.       

 

 

შეფასება:

მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს ვატარებ მიმდინარე სამუშაო პროცესის მონიტორინგს, ვაძლევ უკუკავშირს, საჭიროების შემთხვევაში - რჩევებს, მიმართულებას.

კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე სწავლის გაუმჯობესების მიზნით, ვიყენებ შეფასების შემდეგ რუბრიკებს:

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა;

პრეზენტაციის რუბრიკა;

ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა;

თვითშეფასების რუბრიკა;

ხელნაწერის  შეფასების რუბრიკა.

 

(შეფასების რუბრიკები იხილეთ ბოლო გვერდზე )

 

პროექტის მიმდინარეობა/ განხორციელებული აქტივობები:

 

          პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს ვესაუბრეხელნაწერის მნიშვნელობაზე:

     I.        ზოგადი შეკითხვის დასმა: რას ნიშნავს ხელნაწერი და რა მნიშვნელობა აქვს ხელნაწერთა ბანკის შექმნას?

 

             მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარ მოსაზრებები შემდეგ კითხვებზე- რატომ უნდა შევქმნათ ხელნაწერთა ბანკი? როგორ გვეხმარება ხელნაწერი ადამიანის პიროვნული ღირსების შეფასებაში?

რომელ ფასელ ხელნაწერებს გავეცანით?

            კითხვებზე პასუხების მოსმენამ საშუალება მომცა გამერკვია, რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს წერის მიმართ, რა დროს უთმობენ წერის ტექნიკის დახვეწას, რა ჟანრის ლიტერატურის მიმართ გამოხატავენ ინტერესს, რას გადაწერდნენ, რით დაიწყებდნენ ხელნაწერთა ბანკის შექმნას?

            მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამცირე დროს უთმობს კალიგრაფიული ,ლამაზი წერის სტილის დახვეწას, და ძირითადად აუცილებელი დავალებების დაწერით  შემოიფარგლებიან,  მათ სწორი დამოკიდებულება აქვთ სწორი მართლწერის, კალიგრაფიის  დონის ამაღლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე.

ცნობილი ადამიანების აზრმა ხელნაწერის შესახებ და მათი ხელნაწერების ნახვამ კიდევ მეტად გააღვივა ინტერესი ამ საკითხისადმი.

           

    II.        დავგეგმეთ:

პროექტის განსახორციელებლად  აქტივობები.

            იმისათვის, რომ მოსწავლეები ხალისით ჩართულიყვნენ პროექტის განხორციელების პროცესში,

მოსწავლეებს გავაცანი აქტივობა:

შევისწავლით :

*ანა კალანდაძის ლექსს „საქართველოო ლამაზო“

*რა შემთხვევაში ვხმარობთ ბრჭყალებში?

*რა არის ხელნაწერი?

*ვარჩევთ ხელნაწერთა ბანკისათვის შესაბამის ტექსტს.

*პრეზენტაცია: „ ვქმნით ხელნაწერთა ბანკს“; წარმოვადგენთ მინი-კონცერტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

            აღნიშნული აქტივობების ფარგლებში  მოსწავლეები დაამუშავებენ წერის, გადაწერის მასალის შერჩევა- დახარისხების, სხვადასხვა ხასიათის ტექსტის წაკითხვის უნარებსა და მარტივ სტრატეგიებს და გააცნობიერებენ, რომ თითოეული სტრატეგია პროექტის მიმდინარეობისსხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება. მათი გამოყენება კი ზრდის პროექტის სრულყოფის, უკეთ გაგებისა და გააზრების ხარისხს.

 

             პრეზენტაცია  „ვქმნით ხელნაწერთა ბანკს“

პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს: თუ  რატომ აირჩიეს გადასაწერად ანა კალანდაძის ლექსი „ საქართველოო ლამაზო“.  რამ იქონია გადამწყვეტი როლი ამ არჩევანის გაკეთებაში,  რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს ხელნაწერის შექმნის პროცესს.

საშუალება რომ მიეცეთ რომელ ნაწარმოებსგადაწერდნენ.

. მოსწავლეების მიზანიაშეექმნათ თავიანთი ხელწერის ისტორია, ხელნაწერთა ბანკი კვლავ გაამდიდრონ მეთორმეტე კლასში თავიანთი ზრდის ,წინსვლის, სწავლის, წერის სტრატეგიების დახვეწის დონის მონიტორინგის მიზნით.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, რომელმა ხელნაწერთა გამოიწვია მათში ინტერესი, რომელი ხელნაწერი მოეწონათ ყველაზე მეტად ცნობილ ადამიანთა ხელნაწერების ან, ვისი ხელნაწერის ხილვას ისურვებდნენ და რატომ.

პრეზენტაციამ მოსწავლეებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ თანაკლასელებისთვის მიღებული შთაბეჭდილებები,  გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ისინი უფრო ინტერესითა და დაკვირვებით ასრულებენ ხელნაწერს,ამბობენ, რომ ახლიდან შეასრულებენ ხელნაწერს წერის სტილის სრულყოფის მიზნით,

შემდეგ წარმოადგინეს ხელნაწერები.სადემონსტრაციოდ ხელი მოაწერეს თავიანთ ნაშრომებს, მიუთითეს შესრულების დრო და ჩადეს ,, ხელნაწერთა ბანკში“.

 

აქტივობა: მინი კონცერტი

ხელნაწერთა ბანკის შექმნის შემდეგ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური მინი კონცერტი, მიძღვნილი პირველი მასწავლებლის ციცო გვალიას ხსოვნისადმი.

ზეპირად, გამოთქმით წარმოთქვეს ანა კალანდაძის ,,საქართველოო ლამაზო“.

და აღნიშნეს, რომ როცა ლექსთან ერთად ანა კალანდაძის ხელნაწერიც იხილეს, გადაწყვიტეს, მათაც გადაეეერათ იგივე ლექსი. გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს , და მოუთმენლად მოელიან იმ დროს, როცა შვიდი, თუ რვა წლის შემდეგ კვლავ შეასრულებენ იგივე ლექსის ხელნაწერს და ერთმანეთს შეადარებენ.

 

პროექტის შეჯამება-

მოსწავლეები მსჯელობენ შემდეგ საკითხებზე:

·         რამდენად რთული იყო შესასრულებელი დავალება?

·         როგორ გრძნობდნენ მოცემულ როლში თავს? ხელნაწერის შესრულების მომენტში მათ თავი იმ ცნობილი. ადამიანების ადგილზე წარმოიდგინეთ, ვის ხელნაწერებს არც გაეცნენ.

*   როგორ შეიცვალაწერისადმი, ხელნაწერის შექმნისადმი დამოკიდებულება პროექტის ბოლოს?

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი

 

მაღალი

საშუალო

სუსტი

ჩართულობა

 

 

წერა

 ყველა წევრი ჩართულია

 

ყველა წევრი ასრულებს ნაშრომს საუკეთესოდ.

ყველა წევრი  არ არის ჩართული და აქტიური

კლასის ყველა წევრი არ არის ჩართული.

მოსწავლეები არ არიან ჩართული  და აქტიური

 

მოსწავლეები არ არიან ჩართულნი.

მოსმენა

 ყველა წევრი ერთმანეთს უსმენს

კლასის  წევრები ერთმანეთს  ნაკლებად უსმენენ

მუშაობისას მოსწავლეები ერთმანეთს არ უსმენენ

თანამშრომლობა

მოსწავლეები თანამშრომლობენ

კლასის წევრები ნაკლებად თანამშრომლობენ

ვერ თანამარომლობენ

პრეზენტაცია

 

მოსწავლეები პრეზენტაციისას წარმოადგენენ მთავარ იდეას,დასამუშაველ თემას დააკეთებენ დასკვნას.

წარმოადგენს მთავარ იდეას, მაგრამ არ არის საკმარისი დასკვნები გაკეთებული.

არ წარმოადგენს მთავარ იდეას, და არც საკმარისი დასკვნებია გაკეთებული.

დროის ლიმიტი

 

ზუსტად იცავენ დროის ლიმიტს.

მეტნაკლებად იცავენ დროის ლიმიტს

ვერ იცავენ დროის ლიმიტს

 

 

ინდივიდუალური შეფასება

კრიტერიუმები

ამაღალი

საშუალო

დაბალი

 გადასაწერად მასალის გაგება-გააზრება

მოსწავლე  ყოველთვის  სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, პასუხის დასამტკიცებლად მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები

მოსწავლე  ძირითადათ სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, პასუხის დასამტკიცებლად  უჭირს დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა

მასწავლებლის დახმარების გარეშე უჭირს შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

რამდენად შეესაბამება შერჩეული ნიმუში მიზანს.

ახასიათებს ტექსტს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით. აკეთებს შესაბამის დასკვნას

ახერხებს შერჩეული მასალის მარტივ დახასიათებას.

ვერ ახერხებსმასალის დასახელებას.

უჭირს  კონკრეტული მიზეზისდასახელება.

ვერ გადმოსცემს საჭირო ინფორმაციას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვითშეფასება

 

კრიტერიუმები

მაღალი

საშუალო

დაბალი

შემიძლია წერის დროს გამოვიყენო წერის სხვადასხვა სტრატეგიები, განვსაზღვრო წერის სხვადასხვა ეტაპზე რომელ სტრატეგიას გამოვიყენებ

შემიძლიაგადაწერის ნაწარმოების დასაწყისის, შუა ნაწილის და დასასრულის გამოყოფა.

შემიძლია ჩემი მოსაზრების დამტკიცება არგუმენტირებულად.

 

 

 

 

 

 

 

 

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

დიახ

არა

ნაწილობრივ

პასუხობს თემას

ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)

საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას

იყენებს თვალსაჩინოებას

იცავს დროის ლიმიტს, შესაბამისად წარმოადგენს ხელნაწერ ნაშრომს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



Comments

Popular posts from this blog

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობა

მშობელთა კრების ოქმები, 6 კლასი, ნინელი ცაბაძე, 2022-23

რუსული ენა / 6 კლასი / ნინელი ცაბაძე / კურიკულუმი